ოთარ კიტეიშვილი
Aa
Aa

განსაკუთრებული ნიჭი და მენტალიტეტი აქვს | ყოფილი თანაგუნდელი კიტეიშვილზე

„შტურმის’’ ყოფილმა ფეხბურთელმა იაკობ იანჩერმა, რომელიც 2018-23 წლებში გრაცულ კლუბში ოთარ კიტეიშვილის თანაგუნდელი იყო, ავსტრიის ბუნდესლიგის ოფიციალურ ვებგვერდთან ინტერვიუში ქართველ ფეხბურთელზე ისაუბრა. კითხვაზე, თუ ვინ არის ავსტრიის ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, იანჩერი საუკეთესოდ ქართველ ნახევარმცველს მიიჩნევს, რომელიც მოედანზე, დაცვასა თუ შეტევაში, დიდ სამუშაოს ასრულებს.

იაკობ იანჩერი: „ჩემთვის პასუხი ცხადია. ისევე როგორც გასულ სეზონში, ამ სეზონშიც საუკეთესო ოთარ კიტეიშვილია. მას საუკეთესოდ ვთვლი. ერთ-ერთი საუკეთესოა, ვისთან ერთადაც ოდესმე მითამაშია. ოსკარ გლუხი („ზალცბურგი'') და დომინიკ ფიცი („აუსტრია'') დიდებული ფეხბურთელები არიან, მაგრამ ოთარს განსაკუთრებული ნიჭი და მენტალიტეტი აქვს. ხმაურიანი ტიპი არაა, მაგრამ რაღაც განსაკუთრებულს ასხივებს, გუნდის ლიდერია, საკუთარ საჯარიმოში ორთაბრძოლებში ერთვება და უმალ, რამდენიმე წამში გოლს იტანს. ტექნიკური უნარების გარდა გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს, რაც სხვებისგან გამოარჩევს’’.

2024-25 წლების სეზონში ოთარ კიტეიშვილმა ბუნდესლიგაში, ჩემპიონთა ლიგასა და ავსტრიის თასზე საერთო ჯამში 40 მატჩი ჩაატარა, მის აქტივში 13 გოლი და 4 საგოლე პასია.

29 წლის ფეხბურთელმა გრაცის „შტურმთან'' ერთად ავსტრიის ბუნდესლიგა (2023-24) და თასი (2022-23, 2023-24) მოიგო. ასევე, 2024-25 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშა. ჩემპიონთა ლიგაზე 7-დან სამ მატჩში გუნდის კაპიტანი იყო და „ლილის'' გოლი გაუტანა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეს კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ივნისამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები | რეიტინგში პირველი ხვიჩა კვარაცხელიაა
მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები | რეიტინგში პირველი ხვიჩა კვარაცხელიაა