მადრიდის რეალი, დინ ჰაისენი
Aa
Aa

პირველი ტრანსფერი მზადდება - დინ ჰაისენი რეალს მიუახლოვდა

როგორც მოგეხსენებათ, სულ მალე მადრიდის რეალის ახალი მთავარი მწვრთნელი ჩაბი ალონსო იქნება.

ახალი არავისთვის არის, რომ სამეფო კლუბს დაცვის ხაზის გაძლიერება მნიშვნელოვნად სჭირდება და ფლორენტინო პერესმა ამაზე ზრუნვა უკვე დაიწყო.

ბრიტანული და ესპანური მედიის ინფორმაციით, ბლანკოსი 20 წლის ნიდერლანდელის, დინ ჰაისენის შეძენით არის დაინტერესებული.

ბორნმუთის უკანახაზელის გადაბირებით ჩელსიც ინტერესდებოდა და 50 მილიონი ჰქონდა გამზადებული, მაგრამ Telegraph-ის ინფორმაციით, თავად ფეხბურთელის პრიორიტეტი რეალში თამაშია. არისტოკრატებს კი ალტერნატივის მოძებნა მოუწევთ.

TeleFootball წერს, რომ რეალი მზად არის ბორნმუთს 20 წლის ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა გადაუხადოს.

ცნობისთვის, დინ ჰაისენის დაბადების ადგილი ნიდერლანდებია და ასაკობრივი ნაკრებებიც სწორედ ნიდერლანდებში გამოიარა, თუმცა შემდეგ, ესპანეთის მოქალაქეობა მიიღო და ფურია როხაში ჰქონდა დებიუტი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლუკას ვასკესი რეალს სეზონის ბოლოს დატოვებს
ლუკას ვასკესი რეალს სეზონის ბოლოს დატოვებს