კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

„ეს დაუვიწყარი პერიოდი იყო“ - ანჩელოტიმ რეალზე ილაპარაკა

კარლო ანჩელოტიმ მადრიდის „რეალზე“, იქ გაწეულ სამსახურზე და ასევე ბრაზილიის ნაკრებში დანიშვნაზე ილაპარაკა.

იტალიელმა სპეციალისტმა „სალესაო“ გუშინ ჩაიბარა და გუნდთან მუშაობას 26 მაისიდან შეუდგება.

„ჩემი წასვლა ეს პირადი საქმეა და მას კლუბთან განვიხილავდი. ფეხბურთი, როგორც სიცოცხლე, თავგადასავალია, რომელიც იწყება და სრულდება. ყოველთვის მქონდა ეს ტვინში, რომ ერთხელაც დასრულდება. ძალიან ლამაზი პერიოდი დასასრულს უახლოვდება. მე აქ არაჩვეულებრივი დრო გავატარე და მინდა ის კარგად დავასრულო. 26 მაისიდან უკვე სხვა გამოწვევა მექნება. მე არასდროს მქონია და არ მექნება პრობლემა „რეალთან“. ის არის კლუბი, რომელიც გულში მყავს და მეყოლება მაშინაც, როდესაც ეს თავგადასავალი დასრულდება. მიმდინარე სეზონი რამდენიმე მიზეზით არ იყო წარმატებულია, მაგრამ ეს დაუვიწყარი პერიოდი იყო“, - თქვა ანჩელოტიმ.

„პაპა კარლომ“ ჩაბი ალონსოზეც ილაპარაკა, რომელიც სამეფო გუნდში მის პოსტს დაიკავებს.

„ალონსოს ჩემი რჩევები არ სჭირდება, რადგან ის არაჩვეულებრივი მენეჯერია. მას აქვს ყველაფერი, რათა ტოპ მწვრთნელი გახდეს“, - თქვა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, 65 წლის იტალიელი „რეალს“ 2021 წლიდან წვრთნის. ის ესპანურ გუნდს 2013-დან 2015 წლამდეც ავარჯიშებდა.

ანჩელოტის ხელმძღვანელობით, სამეფო გუნდი ესპანეთის ჩემპიონი 2-ჯერ, ხოლო ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული 3-ჯერ გახდა. 65 წლის სპეციალისტს კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლუკას ვასკესი რეალს სეზონის ბოლოს დატოვებს
ლუკას ვასკესი რეალს სეზონის ბოლოს დატოვებს