სანდერლენდის ხრიკები | რატომ შეწიეს სარეკლამო ბანერები 2 მეტრით
Aa
Aa

სანდერლენდის ხრიკები | რატომ შეწიეს სარეკლამო ბანერები 2 მეტრით

ინგლისის ჩემპიონშიპის პლეიოფის ნახევარფინალში, „სანდერლენდის“ მეტოქე „ქოვენთრი“ გახლავთ. „შავმა კატებმა“ პირველი შეხვედრა სტუმრად გამართეს და 2:1 იმარჯვეს, განმეორებითი მატჩი კი „სთედიუმ ოფ ლაითზე“, 13 მაისსაა ჩანიშნული.

საპასუხო თამაშის წინ, „სანდერლენდმა“ საინტერესო გადაწყვეტილება მიიღო და აუტის ხაზთან განლაგებული სარეკლამო ბანერები ორი მეტრით შეწია. „შავი კატების“ ქმედებამ ქომაგთა გაკვირვება გამოიწვია, თუმცა, მალევე ყველაფერს ნათელი მოეფინა.

„ქოვენთრის“ რიგებში მცველი მილან ვან ევაიკსი თამაშობს, რომელიც აუტებს საჯარიმოში აწვდის ხოლმე და „სანდერლენდმა“ მას გამოსარბენი სივრცე მაქსიმალურად შეუმცირა. ამასთან ერთად, ჩემპიონშიპის სეზონში, „ქოვენთრი“ არის გუნდი, რომელმაც თავით და ჩაწოდებების შედეგად ყველაზე მეტი გოლი გაიტანა.

ცნობისთვის, მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს „შეფილდ იუნაიტედი“ და „ბრისტოლ სიტი“ ხვდებოდნენ და „ხანჯლებმა“ ორი მატჩის ჯამში, 6:0 იმარჯვეს. „სანდერლენდისა“ და „ქოვენთრის“ წყვილის საუკეთესო „შეფილდ იუნაიტედს“ პრემიერ ლიგის საგზურისთვის დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მიქაუტაძის ტრანსფერი გარდაუვალია? - ლიონს ლიგა 2-ში დაქვეითება და UEFA-დან გარიცხვა ემუქრება
მიქაუტაძის ტრანსფერი გარდაუვალია? - ლიონს ლიგა 2-ში დაქვეითება და UEFA-დან გარიცხვა ემუქრება