გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

მიქაუტაძის ტრანსფერი გარდაუვალია? - ლიონს ლიგა 2-ში დაქვეითება და UEFA-დან გარიცხვა ემუქრება

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად, გიორგი მიქაუტაძის „გალათასარაიში“ შესაძლო ტრანსფერი ნელ-ნელა, კვლავ აქტუალური ხდება. ცნობილი თურქული გამოცემა, Fotospor.com-ი წერს, რომ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციასთან არსებული ფინანსური პრობლემების გამო „ლიონს“ გუნდის ორი ლიდერის, რაიან შერკის და გიორგი მიქაუტაძის გაყიდვა მოუწევს, რაც „გალათასარაის“ ქართველი შემტევის გადაბირების გზას გაუხსნის.

„ლიონს“ ამ დრომდე საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციასთან სოლიდური დავალიანება აქვს, არაოფიციალური ინფორმაციით კი ეს თანხა 500 მილიონ ევროზე მეტია. ამის გამო, მიდის საუბრები „ლიონის“ ლიგა 2-ში შესაძლო დაქვეითებაზე, ალტერნატიული გამოსავალი კი გუნდის ლიდერების გაყიდვაა. პარალელურად, იწერება, რომ მიქაუტაძის გუნდს UEFA-მ შესაძლოა რამდენიმეწლიანი დისკვალიფიკაციაც მისცეს.

გავლენიანი ფრანგული გამოცემები L’Equipe და RMC Sport წერენ, რომ თუ უახლოეს თვეებში კლუბის ხელმძღვანელები ფინანსურ მდგომარეობას არ გამოასწორებენ, „ლიონს“ UEFA-სგან მკაცრი სანქციები ემუქრება, რაც ორგანიზაციიდან გარიცხვასაც გულისხმობს. ამის გამო, კლუბის მფლობელი ჯონ ტექსტორი ფინანსური კონტროლის დეპარტამენტთან ერთად რესტრუქტურიზაციის გეგმაზე მუშაობს, რაც გუნდს ვალების დაფარვის შესაძლებლობას მისცემს.

კლუბის ხელმძღვანელები ერთ-ერთ გამოსავლად ლიდერების გაყიდვას განიხილავენ. გუნდში იმედი აქვს, რომ ამ გზით „ლიონი“ 100-150 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, დანარჩენი ხარჯები კი ხელფასებისა და ადამიანური რესურსის შემცირებით დაიზოგება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ფანტასტიკური ფეხბურთელია“ | დეზირე დუემ კვარაცხელიაზე ისაუბრა
„ფანტასტიკური ფეხბურთელია“ | დეზირე დუემ კვარაცხელიაზე ისაუბრა