„ამ შემთხვევაში მესი დაბრუნდება“ - ფონტის წინასაარჩევნო დაპირება
2026 წლის ზაფხულში საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება, სადაც მოქმედი პრეზიდენტის ჟოან ლაპორტას მთავარი კონკურენტი ვიქტორ ფონტი უნდა იყოს. კლუბის ბოლოდროინდელი წარმატებული ასპარეზობიდან გამომდინარე, როგორც ქომაგები, ასევე კლუბის დირექტორთა საბჭოს წევრები ლაპორტას მუშაობით უკმაყოფილონი არ არიან. თუმცა, არსებობს ერთი სერიოზული მინუსი, რომელიც მას ტვირთად აწევს და ეს ლიონელ მესის უცერემონიოდ წასვლაა. სწორედ ამას იყენებს კარგად ფონტი და ასეთ განცხადებას აკეთებს:
„ლაპორტა ბევრ დაპირებებს იძლევა და ცოტას ასრულებს. ლიონელ მესის მხარდაჭერით არც მე და არც სხვა კანდიდატი არ უნდა სარგებლობდეს. არგენტინელი „ბარსელონას“ ღირსებაა, რომელიც ამჟამინდელმა პრეზიდენტმა უკვე ორჯერ მოატყუა. მე კი მაქვს გეგმა, რომელსაც აუცილებლად განვახორციელებ და ჩემი არჩევის შემთხვევაში, ლეო ისევ „ბარსასთან“ კავშირში დაბრუნდება“.
ცნობისათვის, ვიქტორ ფონტმა სამწვრთნელო საკითხზეც ისაუბრა და დასძინა, რომ თუ მას აირჩევენ, ჰანსი ფლიკის მომავალს „ბარსელონაში საფრთხე არ დაემუქრება.