ფრანჩესკო ტოტი, ბრუნო ფერნანდეში
Aa
Aa

ბრუნო: არც ტოტის მოუგია ბევრი ტიტული, მაგრამ ის მაინც რომის ღმერთია

„მანჩესტერ იუნაიტედის“ კაპიტანმა, ბრუნუ ფერნანდეშმა, საკუთარ თავსა და ფრანჩესკო ტოტის კარიერას შორის პარალელები გაავლო.

„ვფიქრობ, კლუბში გატარებული დრო ისე არ წარიმართა, როგორც მსურდა, რადგან, რა თქმა უნდა, მინდოდა ტიტულების მოგება, მაგრამ ვერ შევძელი იმდენი თასის აღმართვა, რამდენიც შემეძლო და უნდა მომეგო.

ჩვენს დროში ადამიანები ხშირად გიწოდებენ კარგ ან ცუდ მოთამაშეს იმის მიხედვით, იგებ თუ არა ტიტულებს. ბევრი რამ შეიცვალა, რადგან წარსულს თუ გადავხედავთ, ტოტი ცნობილია, როგორც იტალიის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, მაგრამ, სამწუხაროდ, მას ბევრი ტიტული არ მოუგია.

თუმცა, ვფიქრობ, თუ ისევ წარსულს გადავხედავთ, ყველა ამბობს, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესოა მათ შორის, ვისაც კი ოდესმე იტალიაში უთამაშია. მას შემდეგ, რაც ტოტიმ რომა დატოვა, გუნდს არაფერი მოუგია (2021/22 წლების სეზონში რომა კონფერენს ლიგის გამარჯვებული გახდა). ბევრი არაფერი შეცვლილა, ის კვლავინდებურად „რომის ღმერთია“,

– განაცხადა ბრუნომ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები