„სიგუამ ჩვენი ისტორია დაწერა, ეს დიდხანს ემახსოვრებათ“ - ლოზანას ვებ გვერდი
კონფერენს ლიგაზე „ლოზანას“ ისტორიულ გამარჯვებას (ფიორენტინასთან 1:0) რომელიც შვეიცარიელებმა გაბრიელ სიგუას გოლით იზეიმეს, კლუბის ოფიციალური ვებ გვერდი გამოეხმარა.
ამ სამი ქულით „ლოზანამ“ ევროსეზონი გაიხანგრძლივა.
„ფიორენტინასთან შეხვედრაში მეორე ტაიმი ლოზანას ძლიერი ზეწოლით დაიწყო. კანა ბიიკმა მალევე გამოიჩინა თავი საჯარიმოში შემობრუნებით, მაგრამ მისი დარტყმა მარტინელის კარს მცირედით აცდა. ეს მხოლოდ დროის საკითხი იყო. 58-ე წუთზე ახალგაზრდა თავდამსხმელმა მარცხენა ფლანგზე დიდებული დრიბლინგით სხვაობა შექმნა და სიგუას ჩაუწოდა, რომელმაც თავური დარტყმით ბურთი ბადეში გაახვია. ლოზანა 1-0 დაწინაურდა. ეს ისტორიული მომენტი იყო. სიგუამ ისტორია დაწერა.
ამ ფეხბურთელებმა დაამტკიცეს, რომ დიდი საქმეების კეთება შეუძლიათ და ეს დღე ქომაგებს დიდხანს ემახსოვრებათ.
მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ, მთელი სტადიონი აღფრთოვანებული იყო. ლოზანამ ფიორენტინა დაამარცხა და კიდევ ერთი ევროპული წარმატება გაიფორმა“.
შეგახსენებთ, რომ გაბრიელი „ლოზანას“ ღირსებას 18 აგვისტოდან იცავს. ამ სეზონში მან 20 მატჩი ჩაატარა.