ჰანსი ფლიკი
Aa
Aa

უარი 2 მიზეზის გამო - ფლიკს ბარსელონასთან კონტრაქტის გაგრძელება ჯერ არ სურს

„ბარსელონამ“ ჰანსი ფლიკს კონტრაქტის გაგრძელება 2028 წლამდე შესთავაზა. კლუბი გერმანელის მუშაობით კმაყოფილია და მასთან თანამშრომლობა ხანგრზლივი ვადით სურთ, თუმცა ფლიკს სხვაგვარი მიდგომები აქვს.

Mundo Deportivo-ს ცნობით, ფლიკს „ბარსელონასთან“ კონტრაქტის გახანგრძლივება სეზონის დასრულებამდე არ სურს. გერმანელი არ ჩქარობს კლუბთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებას და ამას თავისი მიზეზები აქვს.

წყაროს ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ 60 წლის სპეციალისტი კატალონიურ კლუბში მუშაობით კმაყოფილია, ის ამჯობინებს სეზონის დასრულებას დაელოდოს და გრძელვადიანი ვალდებულებებით თავი არ შეიბოჭოს, მით უმეტეს, კლუბში მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე, რომელიც 2026 წელს უნდა გაიმართოს.

თუ „ბარსელონა“ დასახულ მიზნებს მიაღწევს, ხოლო ჟოან ლაპორტა კლუბის სათავეში დარჩება, ფლიკი კონტრაქტს კიდევ ერთი წლით უპრობლემოდ გაახანგრძლივებს.

ზოგადად ცნობილია, რომ ფლიკი მსგავს მიდგომას ხშირად იყენებს - ის კონტრაქტს სეზონიდან სეზონამდე ახანგრძლივებს. გარდა ამისა, თუ „ბარსელონას“ ახალი პრეზიდენტი ეყოლება, არავინ იცის მას რა გეგმები ექნება. ასე რომ, ჰანსის მიდგომა ახლა ორმაგად წინდახედული და სწორია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები