მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი
Aa
Aa

„სიგიჟეა, რომ დათანხმდა“ | ჯო როგანი დვალიშვილისა და ომალის პირველ ჩხუბზე

UFC-ის კომენტატორმა, ჯო როგანმა საკუთარ პოდკასტში მერაბ დვალიშვილისა და შონ ომალის პირველ ჩხუბზე ისაუბრა. როგანს ჰკითხეს, ვის შეეძლო, UFC-ის ახალი სუპერვარსკვლავი გამხდარიყო და მან „შუგა“ გამოარჩია, თუმცა ისიც თქვა, რომ „მანქანამ“ მას ეს შანსი მოუკლა.

„ომალის შეეძლო, სუპერვარსკვლავი გამხდარიყო. მერაბი რომ დაემარცხებინა ასეც მოხდებოდა, მაგრამ დვალიშვილი მისთვის კოშმარულად ცუდი მეტოქეა და თან მენჯის ტრავმა ჰქონდა. სიგიჟეა, მენჯის ტრავმა გაწუხებდეს და ეს ჩხუბი მაინც მიიღო. თუმცა, ვიცი, ეს იმიტომ გააკეთა, რომ ეგონა, გაიმარჯვებდა, რადგან ჩემპიონი იყო და ჩემპიონები ასე ფიქრობენ.

როდესაც მოჭიდავეს ხვდები და მოსამზადებელი კემპისას ვერ ჭიდაობ, ორთაბრძოლის მიღება სიგიჟეა. ტრავმა უნდა მოირჩინო და ოქტაგონზე მერე გახვიდე. უთხარი UFC-ს, რომ სიარული არ შეგიძლია და ვერ იჩხუბებ. მომავალზე და მემკვიდრეობაზე უნდა იფიქრო. სიგიჟეა, როდესაც მენჯის სერიოზული პრობლემები გაქვს, ელიტარულ გრეპლერთან ორთაბრძოლას თანხმდები და მოსამზადებელი კემპისას გრეპლინგში საერთოდ ვერ ვარჯიშობ.

ომალის გამარჯვება შეეძლო. ალჯამეინ სტერლინგთან ჩხუბისას, თეიქდაუნების წინააღმდეგ თავს კარგად იცავდა. პირველ რაუნდში, ალჯომ პარტერში ვერ გადაიყვანა და ძალიან გაუჭირდა. ომალი ნამდვილი სნაიპერია და იცის, ყბა როგორ იპოვოს“.

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილისა და ომალის რემატჩი თბილისის დროით, 8 ივნისს გაიმართება. მათი ჩხუბი UFC 316-ის მთავარი მოვლენა იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ფანტასტიკური ფეხბურთელია“ | დეზირე დუემ კვარაცხელიაზე ისაუბრა
„ფანტასტიკური ფეხბურთელია“ | დეზირე დუემ კვარაცხელიაზე ისაუბრა