ქვესაშუალო წონას ახალი ჩემპიონი ჰყავს | დვალიშვილმა მადალენას გამარჯვება მიულოცა
UFC-ში ქვესაშუალო წონას ახალი ჩემპიონი ჰყავს, ჯეკ დელა მადალენამ საკმაოდ სანახაობრივ ბრძოლაში ბელალ მუჰამედი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. ორმა მსაჯმა მადალენას სასარგებლოდ ხუთიდან სამი რაუნდი შეაფასა, მესამე მსაჯმა 5-დან - 4.
ბრძოლის წინ ბელალ მუჰამედი გამარჯვებაში დარწმუნებული იყო, თუმცა მადალენამ დამსახურებულად გაიმარჯვა. ბრძოლის წინ ბელალმა თქვა: „ამ ბრძოლაში ჯეკის არსებობა დასრულდება. ის მკვდარია, ამავდროულად კი მშიერია, მაგრამ ჩემი თეფშიდან ერთ ნამცეცსაც ვერ მიიღებს. მერწმუნეთ, ის მოსიარულე მკვდარია და თქვენ ჩემი სახით ნამდვილ ჩემპიონს ნახავთ, რომელიც საქმეს ლოგიკურ დასასრულამდე ნოკაუტით მიიყვანს''.
მადალენას გამარჯვება მერაბ დვალიშვილმა მიულოცა: „ძალიან მაგარი ბრძოლა იყო, გილოცავ გამარჯვებას’’.
საინტერესოა რომ ისლამ მახაჩევი წონას შეიცვლის და ჯეკ დელა მადალენას დაუპირისპირდება. X-ში მახაჩევმა დაწერა: „დროა ორი წონის ჩემპიონი გავხდე’’ (იხილეთ).
მნიშვნელოვანია იმის თქმა რომ ბრძოლის შემდეგ დენიელ კორმიემ მადალენას ისლამთან შესაძლო ბრძოლაზე ჰკითხა. ავსტრალიელს მახაჩევთან ბრძოლის სურვილი წარსულშიც გამოუხატავს და ახლაც იგივე პოზიციაზეა.