ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

დროა ორი წონის ჩემპიონი გავხდე | მახაჩევი - თოფურიას ბრძოლა არ შედგება

UFC-ში ქვესაშუალო წონას ახალი ჩემპიონი ჰყავს, UFC 315-ზე ჯეკ დელა მადალენამ საკმაოდ სანახაობრივ ბრძოლაში ბელალ მუჰამედი დაამარცხა. ორმა მსაჯმა მადალენას სასარგებლოდ ხუთიდან სამი რაუნდი შეაფასა, მესამე მსაჯმა 5-დან 4.

ამ ბრძოლის შემდეგ ისლამ მახაჩევმა X-ში დაწერა: „დროა ორი წონის ჩემპიონი გავხდე’’.

ამ ბრძოლის წინ მახაჩევმა X-ში დაწერა და მისი განცხადებიდან ჩანდა, რომ მას ორი წონითი დივიზიონის ჩემპიონობა ერთდროულად სურდა. შესაბამისად, მადალენას გამარჯვების შემთხვევაში მახაჩევი ქვესაშუალო წონაში ავიდოდა და მეორე საჩემპიონო ქამრის დასაკუთრებას შეეცდებოდა. მადალენას გამარჯვების შემდეგ მახაჩევმა სწორედ ამ შინაარსის კომენტარი გააკეთა, მახაჩევს ზედა წონაში ასვლა და მადალენასთან ბრძოლა სურს, რაც ნიშნავს რომ ილია მსუბუქი წონის ტიტულისთვის მახაჩევთან არ იჩხუბებს.

მნიშვნელოვანია იმის თქმა რომ ბრძოლის შემდეგ დენიელ კორმიემ მადალენას ისლამთან შესაძლო ბრძოლაზე ჰკითხა. ავსტრალიელს მახაჩევთან ბრძოლის სურვილი წარსულშიც გამოუხატავს და ახლაც იგივე პოზიციაზეა.

ღონისძიების შემდეგ UFC-ის პრეზიდენტი დანა უაითი პრესკონფერენციაზე არ გამოცხადდა. არსებობდა მოლოდინი, რომ მას UFC 315-ის ბრძოლის შემდეგ ილია თოფურიას შემდეგი მეტოქე უნდა გამოეცხადა, თუმცა როგორც ჩანს საკითხი გადაწყვეტილი არაა.

მოგვიანებით ამ თემაზე UFC-ის ვიცე-პრეზიდენტმა დეივ შოუმ კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, UFC 317-ზე საბოლოო გადაწყვეტილებას დიდი ალბათობით შემდეგ კვირაში გვაცნობებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები