რომელუ ლუკაკუ, ანტონიო კონტე, ჯაკომო რასპადორი
Aa
Aa

ნაპოლის მოულოდნელი ფრე - ინტერთან სხვაობა 1 ქულა გახდა

იტალიის სერია A-ს 36-ე ტურში „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „ჯენოას“ დაუპირისპირდა და ფრედ, 2:2 ითამაშა.

ანტონიო კონტეს გუნდი მატჩში ორჯერ იგებდა, თუმცა, სტუმრებმა ორივეჯერ მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება.

„პარტენოპეი“ მე-15 წუთზე რომელუ ლუკაკუმ დააწინაურა, 32-ე წუთზე კი ალექს მერეტის ავტო გოლით „ჯენოამ“ წონასწორობა აღადგინა.

მეორე ნახევარში, 64-ე წუთზე რასპადორიმ „ნაპოლი“ კიდევ ერთხელ გაიყვანა წინ, 84-ე წუთზე კი ვასკესმა გამათანაბრებელი გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

სერია A-ს დასრულებამდე 2 ტურით ადრე, სატურნირო ცხრილში მდგომარეობა საკმაოდ დაძაბული გახდა. „ნაპოლის“ 78 ქულა აქვს და პირველ ადგილზე იმყოფება, „ინტერი“ კი 77 ქულით მეორე პოზიციაზეა. მომდევნო ტურში „ნაპოლი“ სტუმრად „პარმას“ დაუპირისპირდება, „ინტერი“ კი საკუთარ მოედანზე „ლაციოს“ შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები