ფლიკმა ბარსელონასთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა | რომანო
ჰანსი ფლიკმა „ბარსელონასთან“ ახალი კონტრაქტი შეათანხმა. ამის შესახებ ფაბრიციო რომანო წერს.
ცნობილი ჟურნალისტისა და ინსაიდერის ინფორმაციით, კატალონიური კლუბი 60 წლის გერმანელს კონტრაქტს 2027 წლამდე გაუხანგრძლივებს.
მხარეებმა ყველა დეტალი უკვე შეათანხმეს და დოკუმენტებს ხელს ამ თვეში მოაწერენ.
ცნობისთვის, ფლიკმა კატალონიური კლუბი გასული წლის მაისის მიწურულს ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით, გუნდმა ესპანეთის სუპერთასი და სამეფო თასი მოიგო.
გარდა ამისა, „ბლაუგრანა“ ახლოსაა ჩემპიონის ტიტულთანაც. ლა ლიგის დასრულებამდე 3 ტურით ადრე, „ბარსელონა“ „რეალს“ 7 ქულით უსწრებს და მომდევნო ტურში „ესპაიოლთან“ გამარჯვების შემთხვევაში, ჩემპიონობას გაინაღდებს.