ილია თოფურია, ჩარლზ ოლივეირა
Aa
Aa

„მოგვეცით კონტრაქტი!“ - ოლივეირა თოფურიასთან ბრძოლისთვის მზად არის

UFC 315-ზე ბელალ მუჰამედთან ჯეკ დელა მადალენას გამარჯვების შემდეგ, MMA-ს სამყაროში აქტიურად იწერება, რომ ისლამ მახაჩევი ქვესაშუალო წონაში გადაინაცვლებს, სადაც მადალენას ორმაგი ჩემპიონობისთვის შეებრძოლება, მსუბუქ წონაში კი დროებითი ჩემპიონის ქამრისთვის ილია თოფურია და ჩარლზ ოლივეირა იჩხუბებენ.

ცოტა ხნის წინ, ბრაზილიელი მებრძოლის მწვრთნელმა და მენეჯერმა, დიეგო ლიმამ დაწერა, რომ „ელ მატადორთან“ ბრძოლისთვის მზად არის და კონტრაქტის გაფორმებს ითხოვს.

„დენა უაით, შონ შელბი, კალმით ხელში მზად ვართ კონტრაქტის გასაფორმებლად“, - წერს ლიმა.

საგულისხმოა, რომ ჩარლზ ოლივეირამ ეს პოსტი თავის გვერდზეც გადააზიარა, რაც იმას ნიშნავს, რომ „დუ ბრონქსი“ ილიასთან ბრძოლისთვის ნამდვილად მზად არის.

MMA-ს გულშემატკივრები უფრო ვრცელ ინფორმაციას UFC 315-ის შემდეგ დენა უაითისგან ელოდნენ, თუმცა ღონისძიების დასრულების შემდეგ UFC-ის პრეზიდენტი ჟურნალისტებთან არ გამოჩენილა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დროა ორი წონის ჩემპიონი გავხდე | მახაჩევი - თოფურიას ბრძოლა არ შედგება
დროა ორი წონის ჩემპიონი გავხდე | მახაჩევი - თოფურიას ბრძოლა არ შედგება