თორნიკე შენგელია
Aa
Aa

სამი ოვერტაიმი და ვირტუსის მოგება - შენგელიას 9 ქულა

როგორც მოსალოდნელი იყო, იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის სატურნირო ცხრილის ლიდერების შეხვედრა დაძაბული და ემოციებით აღსავსე გამოდგა, გამარჯვებულის გამოსავლენად კი გუნდებმა სამი ოვერტაიმი ითამაშეს. საბოლოოდ, „ვირტუსმა“ საკუთარ დარბაზში „ტრაპანის“ 5-ქულიანი სხვაობით 101:96 აჯობა და სატურნირო ცხრილს სათავეში ერთპიროვნულად ჩაუდგა.

პარკეტზე გატარებულ 26 წუთში თორნიკე შენგელიამ 9 ქულა, 4 მოხსნა, 2 ასისტი და 1 დაფარება დააგროვა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა სამიდან ერთი სამქულიანი და ექვსიდან ექვსი საჯარიმო ჩააგდო. რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, თოკოს მხრიდან საშუალო დისტანციიდან ჩაგდების სამი მცდელობიდან სამივე წარუმატებლად დასრულდა. ოთხი მოხსნიდან ორი დაცვაში, ორიც თავდასხმაში შეასრულა, ბურთი ოთხჯერ დაკარგა და ხუთი პერსონალური ჯარიმა მიიღო.

იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის რეგულარული ეტაპი „ვირტუსმა“ 46 ქულით ლიდერის რანგში დაასრულა და რამდენიმე დღეში უკვე ფლეი ოფის ეტაპი დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბურჯანაძის ორმაგი დუბლი - ლეიმა ქვედა დივიზიონში დაქვეითდა
ბურჯანაძის ორმაგი დუბლი - ლეიმა ქვედა დივიზიონში დაქვეითდა