„მას ყველაფრის უფლება აქვს“ - ირლანდიელი მებრძოლი მახაჩევზე
შერეული ორთაბრძოლების ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის მსუბუქ და ნახევრდსაშუალო წონით დივიზიონში განვითარებული მოვლენები, უკვე ყველასთვის კარგად ცნობილი მიზეზების გამო, ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. სწორედ ამიტომ, 11 მაისს გასამართი UFC 315-ის საჩემპიონო ორთაბრძოლის მონაწილეების, ბელალ მუჰამადისა და ჯეკ დელა მადალენას მსგავსად, ისლამ მახაჩევზეც ბევრს საუბრობენ, რომელიც სწორედ ამ წონით დივიზიონში აპირებს ანაცვლებს. დაღესტნელი ჩემპიონის შესახებ საინტერესო შეფასება ირლანდიელმა იან გარი მაჩადომაც გააკეთა, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ კარლოს პრატესი დაამარცხა.
რას ამბობს მაჩადო
თუ ჯეკ დელა მადალენა ბელალ მუჰამადს დაამარცხებს, მახაჩევი კი ამ წონით დივიზიონში მოინდომებს ანაცვლებას, მაშინ ყველა დანარჩენს რიგში ჩადგომა მოუწევს. ისლამი ყველა წონითი დივიზიონის უძლიერესი მებრძოლია და მან ეს სტატუსი დაიმსახურა. ვიცი, ბევრისთვის რთულია ამ სიტყვების მოსმენა, მაგრამ ვისთვისაც რთულია, მათ ჯერჯერობით უკანა რიგში ჯდომა დაიმსახურეს და ამ მოცემულობასთან შეგუება მოუწევთ“.
ცნობისათვის, ქართველმა „ელ მატადორმა“ ილია თოფურიამ განაცხადა, რომ ის მსუბუქ წონით დივიზიონში არამხოლოდ ქამრის მოსაპოვებლად, არამედ დომინანტური ჩხუბის ჩასატარებლად ავიდა და მაქსიმალურად შეეცდება თითოეულ ბრძოლაში მაყურებელს ნამდვილი სანახაობა აჩუქოს. ისლამ მახაჩევი იქნება მისი მეტოქე, თუ ჩარლზ ოლივეირა, ეს რომ მუჰამადი-დე ლა მადალენას ჩხუბის შედეგზეა დამოკიდებული, UFC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დენა უაითმაც დაადასტურა.