იან მაჩადო გარი, მაიკლ მორალესი
Aa
Aa

„ცემისგან საჯდომს გაგიბრტყელებ“ - მორალესმა გარის უპასუხა

ამჟამად UFC-ში ყველაზე ძლიერი და კონკურენტუნარიანი თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქვესაშუალო დივიზიონი ნამდვილად არის, სადაც ისლამ მახაჩევმა საჩემპიონო ტიტული ერთხელ უკვე დაიცვა, თუმცა მას კარლოს პრატესის, იან მაჩადო გარისა და მაიკლ მორალესის სახით უსერიოზულესი მეტოქეები ჰყავს. თითქმის უკვე ყველამ იცის, რომ დაღესტნელის მომდევნო მეტოქე წონის პირველი ნომერი კარლოს პრატესი იქნება, რის გამოც თავისუფლად შეიძლება მაიკლ მორალესისა და იან მაჩადო გარის ბრძოლის ჩანიშვნაც, რაზეც ეკვადორელმა ღიად ისაუბრა:

„ცოტა ხნის წინ იან მაჩადო გარისგან მოკლე ტექსტური შეტყობინება მომივიდა, სადაც ეწერა, რომ მას ჩემთან ბრძოლა სურდა. იცით, ჩემი პასუხი როგორი იყო? როცა გინდა, უბრალოდ კონტრაქტის გაფორმება მჭირდება და საჯდომს ცემისგან მაშინვე გაგიბრტყელებ-მეთქი. გარიმ 28 ნოემბერს, საუდის არაბეთში ჩხუბი შემომთავაზა და როგორც გითხარით, კონტრაქტი თუ მზად იქნება, მაშინვე ხელს მოვაწერ“.

ცნობისათვის, მაიკლ მორალესი UFC-ში 2022 წლიდან ჩხუბობს და შვიდიდან შვიდივე ბრძოლა მოგებული აქვს. 27 წლის ეკვადორელმა ტრევინ მაილსი, ადამ ფაგეტი, ნეილ მაგნი, გილბერტ ბარნსი და შონ ბრედი ტექნიკური ნოკაუტით, ხოლო მაქს გრიფინი და ჯეკ მეტიუზი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამას თუ გავითვალისწინებთ, შანსები თანაბარია“ - არმანს ილია პედის მეტოქედ მიაჩნია
„ამას თუ გავითვალისწინებთ, შანსები თანაბარია“ - არმანს ილია პედის მეტოქედ მიაჩნია