უმარ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„აღარ იჭიდავებს, ყველა მეტოქეს გათიშავს“ - უმარი სტილს იცვლის

დაღესტნელებისთვის რამდენადაც სასიხარულო ისლამ მახაჩევის იან მაჩადო გარისთან გამარჯვება იყო, იმდენად გულდასაწყვეტი გახლდათ უმარ ნურმაგომედოვის დანოკაუტება სონგ იადონგთან შეხვედრაში. ყველამ კარგად იცის, რამდენად შორსმიმავალი გეგმები აქვს ხაბიბ ნურმაგომედოვს თავის ნათესავთან დაკავშირებით და არაერთხელ განუცხადებია, რომ უმარის გაჩემპიონება მისი სამწვრთნელო კარიერის ერთ-ერთ უპირველეს მიზანს წარმოადგენს. როგორ აპირებს ძველი პოზიციის დაბრუნებას უმარი, ამის თაობაზე მისმა მენეჯერმა ალი აბდელაზიზმა საკმაოდ საინტერესო და ბევრისთვის სახალისო კომენტარიც გააკეთა:

„2027 წელი უმარ ნურმაგომედოვის კარიერაში საუკეთესო იქნება. რამდენიმე დღის წინ მან დამირეკა და ასეთი სიტყვები მითხრა: „მე მოჭიდავე არ ვარ და ჭიდაობას აღარ ვაპირებ - ყველა მეტოქეს ნოკაუტში გავგზავნი. უმარი მართალია, როგორც ის, ასევე მისი ძმა უსმანი სერიოზული სტრაიკერები არიან. ასე რომ, ის დაბრუნდება და ყველაზე შურს იძიებს, ვისაც მისი დანოკაუტება გაუხარდა“.

შეგახსენებთ, რომ სუპერმსუბუქ წონით დივიზიონში გაჩემპიონების პირველი მცდელობა უმარ ნურმაგომედოვს მერაბ დვალიშვილთან ჰქონდა, თუმცა ქართველ „მანქანასთან“ მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა. ახლა კი, როდესაც აცხადებდა, რომ სონგ იადონგის ძლევის შემდეგ კიდევ ერთი სატიტულო ჩხუბი უნდა მიეღო, თავად გაითიშა და მისი ქამრისთვის ბრძოლა სავარაუდოდ გაურკვეველი ვადით გადაიდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არმანს ჩემს საჩემპიონო ქამარს მივცემ და ილიამ გეიჯისთან იჩხუბოს“ | მერაბმა გამოსავალი იპოვა
„არმანს ჩემს საჩემპიონო ქამარს მივცემ და ილიამ გეიჯისთან იჩხუბოს“ | მერაბმა გამოსავალი იპოვა