“ხეტაფესთან ორჯერ გაფრინდა“ - MARCA-მ მამარდაშვილი შეაქო
ლა ლიგის მორიგ ტურში ვალენსიამ ხეტაფეს უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა. კარგი მატჩი ჰქონდა გიორგი მამარდაშვილს, რომელმაც შესანიშნავი მოგერიებები შემოგვთავაზა.
ქართველი ფეხბურთელის ასეთი კარგი თამაში ავტორიტეტულ გამოცემას MARCA-ს არ გამოეპარა და გიორგი შეაქო.
MARCA:
„ხეტაფე ვალენსიას საჯარიმოში ხანდახან ჩნდებოდა, მაგრამ ზიანს ვერ აყენებდა. მათ რამდენიმე მომენტი ჰქონდათ, მაგრამ ყველგან მამარდაშვილი ჩნდებოდა. ქართველი მეკარე ორჯერ გაფრინდა, რათა ალდერეტეს საჯარიმო დარტყმა და ხეტაფეს ვარსკვლავის, პიტერ ფედერიკოს რთული დარტყმა მოეგერიებინა.“
შეგახსენებთ, რომ ქართველმა მეკარემ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში მე-8 მშრალი მატჩი ჩაატარა, Sofascore-მა კი მამარდა შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.
35 მატჩის შემდეგ „ღამურებს“ 45 ქულა აქვთ - ამ დროისთვის მამარდას გუნდი ლა ლიგის სატურნირო ცხრილის მე-9 ადგილზეა და ევროპა ლიგაზე ან კონფერენს ლიგაზე გასვლის შანსებს ინარჩუნებს. მომდევნო მატჩს „ვალენსია“ 14 მაისს, გასვლაზე, „ალავესის“ წინააღმდეგ გამართავს.