ისლამ მახაჩევი, ჯონ ჯონსი
Aa
Aa

„მთავარი სირთულეები წინ აქვს“ - ჯონსმა მახაჩევზე ისაუბრა

ბოლო პერიოდში ჯონ ჯონსი ოქტაგონის მსგავსად, მედიის წარმომადგენლებთანაც იშვიათად ჩნდება და შესაბამისად, მასთან ინტერვიუს ჩაწერა არც ერთი ჟურნალისტისთვის იოლ საქმეს არ წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, ერთ-ერთ გადაცემაში მისმა სტუმრობამ უდიდესი ინტერესი გამოიწვია და სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე საუბრის შემდეგ, მას Pound 4 Pound-ის რეიტინგის ამჟამინდელ ლიდერზეც ჰკითხეს და UFC-ის ლეგენდამ ისლამ მახაჩევი ასე დაახასიათა:

„მიუხედავად იმისა, რომ უკვე 33 წლისაა, ვფიქრობ, ის ჩვენ სპორტში ჯერ კიდევ ახალბედაა და წინ დიდი მომავალი აქვს. მწვერვალზე ყოფნას იცით რა მინუსები გააჩნია? რაც უფრო დიდხანს ხარ ლიდერი, მით უფრო მეტ დროს უთმობენ კონკურენტები შენი საბრძოლო სტილის შესწავლას. ისინი ორიენტირებულნი ხდებიან მხოლოდ და მხოლოდ შენ დამარცხებაზე და სხვა მოწინააღმდეგეები საერთოდ აღარ აინტერესებთ. ასე რომ, ისლამს წინ კიდევ უფრო დიდი სირთულეები ელოდება.

შეგახსენებთ, რომ ყველა წონითი კატეგორიების საერთო რეიტინგის ლიდერი ამჟამად სწორედ ისლამ მახაჩევია, მეორე პოზიციაზე ჯონ ჯონსია, მესამე-მეოთხე ადგილებს კი UFC-ის ქართველი ჩემპიონები, ილია თოფურია და მერაბ დვალიშვილი იკავებენ.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დროა ორი წონის ჩემპიონი გავხდე | მახაჩევი - თოფურიას ბრძოლა არ შედგება
დროა ორი წონის ჩემპიონი გავხდე | მახაჩევი - თოფურიას ბრძოლა არ შედგება