„ნამდვილი ნაგავი იყავი ოქტაგონში“ - ბელალმა დუ პლესის შეურაცხყოფა მიაყენა
დრიკუს დუ პლესიმ ხამზატ ჩიმაევის სხვა მეტოქეებისგან განსხვავებით, ხუთი რაუნდის განმავლობაში გაძლო, თუმცა ჩეჩენი მებრძოლი იმდენად დომინანტის როლში იყო, რომ სამხრეთ აფრიკელ ახლა უკვე ყოფილ ჩემპიონს ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა. მათ შორისაა ქვესაშუალო წონის ექს-გამარჯვებული ბელალ მუჰამადი, რომელიც დუ პლესისთვის შეურაცხყოფის მიყენებასაც არ მოერიდა და მისი გამოსვლა ასე შეაფასა:
„დრიკუს, დიდი სიმამაცე გამოავლინე და ყველას დაუმტკიცე, რომ არასოდეს ეცემი. ვხუმრობ, შენ ნამდვილი ნაგავი იყავი. ხუთივე რაუნდში ჩიმაევმა 10:8 დაგამარცხა და ჩემპიონისთვის შეუფერებელი, სამარცხვინო ჩხუბი აჩვენე“.
ცნობისათვის, ბელალ მუჰამადსა და ხამზატ ჩიმაევს რომ დიდი მეგობრობა აქვთ, ერთი ფაქტიც ნათლად ადასტურებს. როდესაც ჩეჩენ სპორტსმენს UFC-ის სხვადასხვა მებრძოლების ათბალიანი სისტემით შეფასება სთხოვეს, მან უმაღლესი ქულა მხოლოდ ორ მათგანს, ილია თოფურიასა და ბელალს დაუწერა.