„მადალენა მოსიარულე მკვდარია“ - ბელალი ნოკაუტისთვის ემზადება
UFC 315-ის სატიტულო ჩხუბს არამხოლოდ ბელალ მუჰამადისა და ჯეკ დელა მადალენას გულშემატკივრები, არამედ შერეული ორთაბრძოლების აბსოლუტურად ყველა მოყვარული სულმოუთქმელად ელოდება. მიზეზი მარტივია - ისლამ მახაჩევმა გუშინ დაადასტურა, რომ ამ დაპირისპირების საბოლოო შედეგზე მისი სამომავლო გეგმები მჭიდროდ არის დაკავშირებული. ოფიციალური აწონვების დასრულებისა და სხვადასხვა რეპლიკების გაცვლის შემდეგ, მებრძოლებმა მედიისთვის კომენტარები გააკეთეს და უფრო ამბიციური განცხადება აშკარად ქვესაშუალო წონითი დივიზიონს მოქმედ ჩემპიონს გამოუვიდა.
ბელალ მუჰამადი
ამ ბრძოლაში ჯეკის არსებობა დასრულდება. ის მკვდარია, ამავდროულად კი მშიერია, მაგრამ ჩემი თეფშიდან ერთ ნამცეცსაც ვერ მიიღებს. მერწმუნეთ, ის მოსიარულე მკვდარია და თქვენ ჩემი სახით ნამდვილ ჩემპიონს ნახავთ, რომელიც საქმეს ლოგიკურ დასასრულამდე ნოკაუტით მიიყვანს.
შეგახსენებთ, რომ ბელალ მუჰამადისთვის ეს საჩემპიონო ქამრის პირველი დაცვა იქნება - ტიტული მან 2024 წლის ივლისში მოიპოვა, როდესაც ლეონ ედვარდსი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.