ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

„როგორც კი დავარტყამ, მოუნდება რუსეთში დავაბრუნო“ | ილია მახაჩევზე

ილია თოფურია ესპანური სატელევიზიო გადაცემის, El Hormiguero-ს სტუმარი იყო. „ელ მატადორმა“ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონზე, ისლამ მახაჩევზე ისაუბრა და დაასახელა მიზეზი თუ რატომ არ სურს, მახაჩევს მასთან ჩხუბი.

„ისლამ მახაჩევს ჩემნაირი მეტოქე არასდროს ჰყოლია. ჩემს ყოფილ მოწინააღმდეგეებზე ამბობდნენ, რომ ისინი არავის დაუფინიშებიათ, არავის დაუნოკაუტებიათ და ა.შ, მაგრამ შემდეგ ოქტაგონზე გავსულვარ და ეს გამიკეთებია. რატომ? იმიტომ რომ, MMA-ის ახალი თაობის წარმომადგენელი ვარ.

მაშინებს თუ არა ის, რომ რუსია? პირიქით, ეს დამატებითი მოტივაციაა. არ მგონია, მახაჩევი ჩემს ფეხებს შეეხოს, რადგან როგორც კი ჩემს დარტყმას იგრძნობს, მოუნდება, რუსეთში დავაბრუნო. რატომ არ უნდა ჩემთან ჩხუბი? წონის შეცვლას ცდილობს, როგორც მე გავაკეთე, რადგან წონის კლებისას პრობლემები აქვს. ისიც ახალ გამოწვევეს ეძებს, მაგრამ ისეთი გამბედაობა არ აქვს, როგორც მე, რადგან საჩემპიონო ქამარს ვაკანტურს არ ხდის.

ეშინია თუ არა ჩემი? არ მგონია, ჩემი ეშინოდეს, რადგან MMA-ის სამყაროში ყველამ იცის, რა შეგრძნებაა ოქტაგონზე შესვლა და ჩხუბი. ის ფრთხილობს. ერთადერთი მიზეზი, რატომაც ჩემთან ბრძოლა არ უნდა, ისაა, რომ იცის, წააგებს. მაგალითად, ბოლო ჩხუბი არმან ცარუკიანთან ჰქონდა ჩანიშნული, მაგრამ ის ორთაბრძოლას ჩაეხსნა. მიუხედავად ამისა, ისლამი ახალ მეტოქეს, რენატო მოიკანოს სწრაფად დათანხმდა, რადგან იცოდა, დაამარცხებდა. ჩემთან მიმართებით ასე არაა“.

შეგახსენებთ, რომ UFC-ის პრეზიდენტის, დენა უაითის თქმით, ილიას მომდევნო მეტოქის ვინაობა ბელალ მუჰამედისა და ჯეკ დელა მადალენას ჩხუბის შედეგზეა დამოკიდებული. მუჰამედის გამარჯვების შემთხვევაში, ისლამ მახაჩევი მსუბუქ წონაში დარჩება და ილიას დაუპირისპირდება. თუ მუჰამედი დამარცხდა და დელა მადალენამ იმარჯვა, მახაჩევი ქვესაშუალოში ავა და მას შეხვდება, რის შემდეგაც, თოფურია ჩარლზ ოლივეირას დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დე ბრუინი ნაპოლიში გადადის | იტალიური მედია
დე ბრუინი ნაპოლიში გადადის | იტალიური მედია