კევინ დე ბრუინი
Aa
Aa

დე ბრუინი ნაპოლიში გადადის | იტალიური მედია

კევინ დე ბრუინი, რომელმაც აპრილის დასაწყისში განაცხადა, რომ „მანჩესტერ სიტის“ ტოვებს, შესაძლოა „ნაპოლიში“ გადავიდეს.

Calciomercato-ს ინფორმაციით, ბელგიელმა ნახევარმცველმა იტალიურ კლუბს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს გადასვლაზე წინასწარი თანხმობა მისცა.

წყაროს ცნობით, „ნაპოლი“ 33 წლის ფეხბურთელთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. მანამდე მედიაში დაიწერა, რომ კევინის მიმართ ინტერესს „ინტერ მაიამი“ იჩენს.

შეგახსენებთ, რომ დე ბრუინი „მანჩესტერ სიტიში“ „ვოლფსბურგიდან“ 2015 წელს, 74 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა და იმ დროისთვის ეს კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ ტრანსფერი იყო.

„ქალაქელებთან“ ერთად, მან 16 ტიტული მოიგო. კევინმა სულ 418 მატჩი ჩაატარა, 108 გოლი გაიტანა და 177 ასისტი მიითვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სალაჰი ინგლისში წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა
სალაჰი ინგლისში წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა