ინდიანამ კლივლენდი გაანადგურა | კავალიერსს შეცდომის დაშვების უფლება აღარ აქვს
NBA-ის აღმოსავლეთ კონფერენციის პირველი ნომერი, „კლივლენდ კავალიერსი“ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. „კავსი“ პლეიოფის მეორე რაუნდში „ინდიანა პეისერსს“ ხვდება და შეცდომის დაშვების უფლება აღარ აქვს.
„კლივლენდმა“ საკუთარ კედლებში ორივე შეხვედრა წააგო, რის შემდეგაც, „პეისერსი“ სტუმრად დაამარცხა. სერიის მეოთხე მატჩი „ინდიანას“ საშინაო არენაზე გაიმართა და ამჯერად, მასპინძლებმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს - 129:109. „პეისერსმა“ პირველი მეოთხედი 38:23, მეორე მეოთხედი კი 42:16 მოიგო და გამარჯვებულის ბედი პრაქტიკულად პირველ ტაიმში გადაწყვიტა.
„ინდიანას“ რიგებში ყველაზე მეტი, 21 ქულა პასკალ სიაკამმა ჩააგდო. ობი ტოპინმა და მაილს ტერნერმა 20-20 ქულა დააგროვეს. ტი ჯეი მაკონელმა 13 ქულა მიითვალა, ტაირიზ ჰალიბერტონმა - 11. „კლივლენდის“ რიგებში 21 ქულით საუკეთესო დარიუს გარლანდი იყო. დონოვან მიტჩელმა მხოლოდ 12 ქულა დააგროვა.
ამრიგად, „ინდიანას“ სერიას 3:1-ს იგებს და კონფერენციის ფინალში გასვლის კარგი შანსი აქვს. ამ გუნდების მომდევნო შეხვედრა 14 მაისს, „კლივლენდის“ საშინაო არენაზე გაიმართება.