ნიკოლა იოკიჩი, შეი გილჯეს-ალექსანდერი
Aa
Aa

დენვერისა და იოკიჩის ცუდი მატჩი | ოკლაჰომამ სერიაში ანგარიში გაათანაბრა

NBA-ის დასავლეთ კონფერენციის მეორე რაუნდში, „დენვერ ნაგეთსისა“ და „ოკლაჰომა სითი თანდერის“ სერიაში ანგარიში გათანაბრდა. „ოქეისიმ“ სტუმრად გამართულ შეხვედრაში იმარჯვა და დაძაბული თამაში 92:87 მოიგო.

მატჩის პირველი მეოთხედი NBA-ის ისტორიაში შევიდა. საწყისი პერიოდი „ოკლაჰომამ“ 17:8 მოიგო და 25 ქულა ყველაზე ცოტაა, რაც პლეიოფში, ერთ მეოთხედში ჩავარდნილა. ცუდად ჩატარებული პირველი თორმეტწუთეულის შემდეგ, „დენვერი“ დაბრუნდა და მეოთხე მეოთხედში 8 ქულითაც იგებდა, მაგრამ „თანდერი“ დაცვაში ბრწყინვალე იყო და საქმე ბოლომდე მიიყვანა.

Video Player is loading.
Advertisement
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      „ოკლაჰომას“ რიგებში ყველაზე მეტი, 25 ქულა შეი გილჯეს-ალექსანდერის ანგარიშზეა. „თანდერის“ სასტარტო ხუთეულის კალათბურთელებმა პარკეტიდან ნასროლი ბურთების 32 პროცენტი ჩააგდეს, მაგრამ დაცვის ხარჯზე, მიზანს მაინც მიაღწიეს. „დენვერის“ მხრიდან ყველაზე მეტი 27 ქულა, ნიკოლა იოკიჩის ანგარიშზეა, მაგრამ „ჯოკერმა“ 22-დან მხოლოდ 7 ბურთი ჩააგდო და 2 მნიშვნელოვანი საჯარიმო გააფუჭა. კრისტიან ბრაუნმა და ჯამალ მიურეიმ 17-17 ქულა დააგროვეს.

      ცნობისთვის სერიაში ანგარიში 2:2-ია და მომდევნო შეხვედრა „ოკლაჰომას“ საშინაო არენაზე, 14 მაისს გაიმართება.

      მსგავსი სიახლეები

      ცხელი ამბები
      ასევე დაგაინტერესებთ
      რიბერისა და რობენის მსგავსად თამაშობენ | ჰაინკესი კვარასა და დემბელეზე
      რიბერისა და რობენის მსგავსად თამაშობენ | ჰაინკესი კვარასა და დემბელეზე