ისლამ მახაჩევი, ხავიერ მენდესი, ჯეკ დელა მადალენა
Aa
Aa

„ერთ-ერთი უნივერსალური მებრძოლია“ - მენდესმა მახაჩევზე ილაპარაკა

UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონის, ისლამ მახაჩევის მწვრთნელმა, ხავიერ მენდესმა, რომელსაც ხაბიბ ნურმაგომედოვთან, კეინ ველასკესთან, დენიელ კორმიესთან და სხვა ლეგენდებთან უმუშავია, დაღესტნელ მებრძოლზე ილაპარაკა.

მენდესი მიიჩნევს, რომ მახაჩევი MMA-ს ისტორიში ერთ-ერთი უნივერსალური მებრძოლია და მისი დარტყმის ტექნიკა უკეთესი გახდა.

„ისლამი ის მებრძოლია, რომელიც ყოველი რაუნდის დროს, ყოველ წამს შეიძლება შეიცვალოს. ის იმას გააკეთებს, რასაც კუთხიდან ეტყვიან. ამიტომაც ჩვენ თვითონ გადავწყვეტთ, რა უნდა გააკეთოს ბრძოლის მიმდინარეობს დროს. დიახ, მას შეუძლია ჯეკ დელა მადალენას გადაყვანა და მისი დარტყმებით დამარცხება. შესაძლოა გონივრული იქნება იმის გაკეთება, რაც ბელალმა ვერ შეძლო. ისლამი ყველაზე დისციპლინირებული და მომზადებული მებრძოლია, ვისთანაც კი მიმუშავია“, - თქვა მენდესმა Submission Radio-სთან ინტერვიუში“.

შეგახსენებთ, რომ დელა მადალანამ UFC 315-ზე ბელალ მუჰამედი დაამარცხა და ქვესაშუალო წონის ჩემპიონი გახდა.

როგორც მოსალოდნელია, მახაჩევი ტიტულის მომდევნო პრეტენდენტი იქნება. გუშინ მისმა მენეჯერმა დაადასტურა, რომ დაღესტნელი დივიზიონს იცვლის და ქვესაშუალო წონაში ავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დელა მადალენა P4P-ის დებიუტანტია | UFC-ის განახლებული რეიტინგები
დელა მადალენა P4P-ის დებიუტანტია | UFC-ის განახლებული რეიტინგები