რონალდუს შვილი პორტუგალიის 16-წლამდელთა ნაკრებში გამოიძახეს
კრიშტიანუ რონალდუს შვილი პორტუგალიის 16-წლამდელთა ნაკრებში გამოიძახეს.
U16 ნაკრები მონაწილეობას მიიღებს ფედერაციის თასის ტურნირში, რომელიც თურქეთში 30 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე გაიმართება. პორტუგალიელები თურქეთის, უელსის და ინგლისის გუნდების წინააღმდეგ ითამაშებენ.
კრიშტიანუ რონალდუ-უმცროსი 15 წლისაა. ის ფეხბურთს „ალ-ნასრის“ სისტემაში ეუფლება, სადაც მამამისი თამაშობს.
მაისში ის პორტუგალიის U15-ის განაცხადში მოხვდა ვლატკო მარკოვიჩის სახელობის ტურნირზე. აღსანიშნავია, რომ ვინგერმა ხორვატიასთან ფინალურ მატჩში (3:2) დუბლი შეასრულა.