ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს ოქროს ბურთს მოიგებს“ - ხვიჩაზე ყოფილმა გუნდელმა ისაუბრა

ყაზანის „რუბინში“, ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა გუნდელმა, გეორგი ზატოვმა Metaratings-თან ინტერვიუს დროს ქართველი ფეხბურთელის შესახებ ისაუბრა და მასთან ერთად გატარებული პერიოდი გაიხსენა.

რას ამბობს ზატოვი:

„რუბინში ყოფნის პერიოდში, ხვიჩა ძალიან ახალგაზრდა იყო, მაგრამ მაშინაც კი, ის ძალიან ტექნიკური და სწრაფი იყო. ვარჯიშზე ყველას მარტივად გვატყუებდა. აშკარა იყო, რომ ხვიჩა ძალიან პერსპექტიული მოთამაშე იყო. როგორც ვიცი, „ნაპოლიში“ ყოფნის პერიოდში მან პირადი ფიტნეს-მწვრთნელი დაიქირავა და ამის შემდეგ უფრო გაძლიერდა. კვარაცხელია ტოპ-მოთამაშედ ჩამოყალიბდა და დღეისთვის, ოქროს ბურთის მოგების მთავარ კანდიდატებშია. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს ის ოქროს ბურთს მოიგებს.“

ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ს 2025 წლის იანვარში შეუერთდა და ფაქტობრივად ნახევარ სეზონში, გუნდთან ერთად ტრიპლეტი მოიგო - საფრანგეთის ლიგა 1, საფრანგეთის თასი და ჩემპიონთა ლიგა. სეზონის ბოლოს, ხვიჩა ოქროს ბურთის ნომინანტთა შორისაც მოხვდა, მანამდე კი „ნაპოლიში“ გატარებული პერიოდის დროს, ის კიდევ ერთხელ იყო ნომინირებული ოქროს ბურთის კანდიდატთა სიაში. 2025 წლის რეიტინგში, მან მე-12 ადგილი დაიკავა, 2023 წლის რეიტინგში კი მე-17.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნერვიულობდა და არადამაჯერებლად გამოიყურებოდა“ - ბრიტანული მედია მამარდაშვილზე
„ნერვიულობდა და არადამაჯერებლად გამოიყურებოდა“ - ბრიტანული მედია მამარდაშვილზე