ატლეტიკოს ფეხბურთელებმა ემირეითსზე შხაპი ვერ მიიღეს - კლუბმა უეფაში იჩივლა | მედია
„ატლეტიკომ“ „არსენალის“ სტადიონზე ცხელი წყლის არქონის გამო, უეფაში იჩივლა.
გუნდები ერთმანეთს ლიგის ფაზის მე-2 ტურში ხვდებიან. მატჩი ლონდონში ხვალ, 23:00 საათზე დაიწყება.
როგორც Marca, COPE და სხვა ესპანური მედია იუწყება, მადრიდული გუნდის ფეხბურთელებმა ვერ შეძლეს შხაპის მიღება „ემირეითსზე“ ვარჯიშის შემდეგ. ამის მიზეზი კი ცხელი შხაპი არქონა იყო.
როგორც მედიასაშუალებები წერენ, „ატლეტიკოში“ გაბრაზებულები არიან და ვერ ხვდებიან, რატომ ვერ მიიღეს თანამედროვე სტადიონზე ელემენტარული პირობები, ასეთი მნიშვნელოვანი ტურნირის მატჩის წინ.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ ფაქტის გამო, კლუბმა უეფაში საჩივარი შეიტანა.