ჯეიმი კარაგერი, არნე სლოტი
Aa
Aa

„სლოტი კუთხეშია მიმწყვდეული“ - კარაგერმა ლივერპული რეალს შეადარა

ინგლისის პრემიერლიგაში „ლივერპული“ საკუთარ სტადიონზე ყველაზე პრინციპულ მეტოქესთან „მანჩესტერ იუნაიტედთან“ 2016 წლის შემდეგ პირველად დამარცხდა, რამაც ბუნებრივია ამ კლუბის ქომაგები უზომოდ გაანაწყენა. ფაქტია, არნე სლოტის მომზადებული მერსისაიდული გრანდი ბოლო პერიოდში მძიმედ გამოიყურება და თუ რის გამო ხდება ყოველივე ეს, ამასთან დაკავშირებით ამჟამად ექსპერტად მომუშავე ჯეიმი კარაგერს თავისი მოსაზრება აქვს:

„ზაფხულში კლუბმა ბევრი ტრანსფერი განახორციელა, რაც მთავარ მწვრთნელს თავისდა უნებურად უამრავ პრობლემას უქმნის. როდესაც ახალი ფეხბურთელების დასამატებლად ამდენ ფულს ხარჯავ, მათი გუნდში ინტეგრირება უნდა მოხდეს, რაც იოლი ამბავი ნამდვილად არ არის.

წარმოიდგინეთ, რამდენიმე კვირაა 116 მილიონად დამატებული ფლორიან ვირცი შეხვედრებს თადარიგიდან იწყებს, რაც სრული აბსურდია. არც ჩემი თამაშის პერიოდში და არც შემდეგ იურგენ კლოპის ეპოქაში „ლივერპული“ ბაზარზე ვარსკვლავებს არ ყიდულობდა, ახლა კი ასე მოიქცა და „რეალს“ დაემსგავსა.

ალექსანდრ ისაკი სატრანსფერო ბაზარზე საუკეთესო ფორვარდი, ფლორიან ვირცი კი საუკეთესო ათიანი იყო. მათ სანაცვლოდ დიდი ფული იქნა გადახდილი და ადრე ასე სწორედ სამეფო კლუბი იქცეოდა, რის შემდეგაც ვისენტე დელ ბოსკესა და კარლო ანჩელოტის იძულებით უწევდათ ახალ კადრებთან საერთო ენის გამონახვა. ამჟამად კი კუთხეში არნე სლოტია მიმწყვდეული“.

შეგახსენებთ, რომ „ლივერპულმა“ ყველა ტურნირზე ზედიზედ ოთხი მატჩი წააგო, რვა ტურის შემდეგ პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა და ლიდერ „არსენალს“ 4 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უყურადღებო გოლი გავუშვით“ - ვან დაიკი მარცხმა ძალიან გააბრაზა
„უყურადღებო გოლი გავუშვით“ - ვან დაიკი მარცხმა ძალიან გააბრაზა