საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა აზერბაიჯანი მეორე შეხვედრაშიც დაამარცხა
საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა მეორე ამხანაგური შეხვედრა გამართა. ტატიანა მატვეევას გუნდი აზერბაიჯანს მეორედ დაუპირისპირდა და პირველი მატჩის მსგავსად, მეტოქეს დამაჯერებლად მოუგო - 4:0.
თამაშში ანგარიში ანანო წიქარიძემ გახსნა, რომელმაც თეკლა ბერიძის პასით ისარგებლა. 47-ე წუთზე წიქარიძემ აზერბაიჯანის კარი მეორედ აიღო, ერთ წუთში კი ჰეთ-თრიქი გაიფორმა. მატჩის საბოლოო ანგარიში 89-ე წუთზე ნინიკო ჩხეტიანმა დააფიქსირა.
აღსანიშნავია, რომ გუნდებმა მატჩი 9-9 ფეხბურთელით დაასრულეს. 62-ე წუთზე მომხდარი დაპირისპირების გამო მთავარმა არბიტრმა ორივე გუნდიდან 2-2 მოთამაშე გააძევა. აზერბაიჯანიდან აისუ ასადოვა და აიან აბდიევა, ხოლო მასპინძლებიდან – მარიამ ჯოჯუა და თეკლა ბერიძე.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარე: ელენე ბონდარევა (კვარტალი), თინიკო ჯაიანი (ბათუმი), ანასტასია გოგელია (კოლხეთი ხობი)
დაცვა: ელენე ბოლქვაძე (ნიკე-ლუსო), ნინი ვეკუა (ნორჩები), ნინო ნადარაია (კვარტალი), ანასტასია მარგიანი (თეთრიწყარო), ბარბარე მანაგაძე (მართვე), სესილი სვანიძე (კოლხეთი ხობი), ანი გოდერიძე (მართვე) ნახევარდაცვა: მარიამ დარჩიაშვილი (კვარტალი), თამარ მარუაშვილი (მართვე), ნინიკო ჩხეტიანი (კვარტალი), ანა დოლიშვილი (კვარტალი), ანასტასია ბუჩუკური (ნიკე-ლუსო), ნატო გუტიკაშვილი (რუსთავი), მარიამ ჯოჯუა (დინამო სოხუმი), სესილი მასხარაშვილი (რუსთავი)
თავდასხმა: თეკლა ბერიძე (ნიკე-ლუსო), ანა გრიგალაშვილი (თეთრიწყარო), ანი დავითულიანი (ნიკე-ლუსო), ბარბარე ბერუაშვილი (თეთრიწყარო), ანანო წიქარიძე