კილიან მბაპე
Aa
Aa

ჯამბაზი უწოდა | დაპირისპირება მბაპესა და მეოთხე მსაჯს შორის

ლა ლიგის 23-ე ტურში „რეალი“ „მესტალიაზე“ „ვალენსიას“ დაუპირისპირდა. შეხვედრა უაღრესად დაძაბული გამოდგა და მსაჯის გადაწყვეტილებებმა ორივე გუნდის ფეხბურთელთა უკმაყოფილება გამოიწვია. მათ შორის იყო კილიან მბაპეც, რომელსაც მეოთხე არბიტრთან დაპირისპირება მოუვიდა.

პირველი ტაიმის ბოლოს, ერთ-ერთ ეპიზოდში, მთავარმა რეფერიმ — ხავიერ ალბეროლა როხასმა — მბაპეზე თამაშგარე მდგომარეობა დაუფიქსირა. კილიანმა მეოთხე მსაჯს, დავიდ კამბრონერო გონსალესს, სთხოვა, აეხსნა, რატომ მიიღო როხასმა ეს გადაწყვეტილება. არბიტრმა ფრანგ სუპერვარსკვლავს განუცხადა, რომ თამაშგარე კამერებმა ეპიზოდი დააფიქსირეს და მზად იყო, მომენტი შესვენებაზე განეხილა.

მეორე ტაიმის დაწყებამდე კილიანმა სამსაჯო ბრიგადას კვლავ სთხოვა ეპიზოდის განხილვა, თუმცა მსგავსი არაფერი მომხდარა, რის შემდეგაც მან მეოთხე არბიტრს „ჯამბაზი“ უწოდა. „სალაპარაკოდ მოდიხართ და ზედაც არ მიყურებთ. ამბობთ, რომ გასახდელში ვილაპარაკებთ, მაგრამ აქ ვარ და ჩუმად ხართ. რატომ ხართ ჩუმად?“ — თქვა მბაპემ და შემდეგ მეოთხე რეფერის მისამართით სიტყვა „ჯამბაზი“ გამოიყენა.

ცნობისთვის, „რეალმა“ „ვალენსია“ 2:0 დაამარცხა და მბაპემ თავისი გოლი მაინც გაიტანა. მის გარდა, ალვარო კარერასი გამოირჩა, რომელმაც ანგარიში გახსნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შედევრი შექმნა“ | რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიაზე
„შედევრი შექმნა“ | რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიაზე