ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

მენეჯერმა დაადასტურა, რომ მახაჩევი ქვესაშუალო წონაში ავა

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის, ისლამ მახაჩევის მენეჯერმა, ალი აბდელ-აზიზმა დაადასტურა, რომ დაღესტნელი მებრძოლი დივიზიონს იცვლის.

„ისლამი ქვესაშუალო წონაში ავა და ტიტულისთვის იბრძოლებს. ჯერ არ შემიძლია ვთქვა, როდის იქნება ჩხუბი“, - თქვა მან.

რამდენიმე დღის წინ, მახაჩევმა სოციალურ ქსელში კომენტარი გააკეთა, საიდანაც ჩანს, რომ მას სურს, ორი წონითი დივიზიონის ჩემპიონი ერთდროულად იყოს.

ისლამს მსგავსი რამ წარსულშიც უთქვამს, თუმცა UFC-ის პრეზიდენტი, დენა უაითი სხვა აზრზეა და თვლის, რომ მაღალ წონაში ასვლის შემთხვევაში, ქამარი ვაკანტური უნდა გახდეს.

შეგახსენებთ, რომ 33 წლის დაღესტნელი UFC-ს ჩემპიონი 2022 წელს, ჩარლზ ოლივეირას დამარცხების შემდეგ გახდა და მას შემდეგ ქამარი 4-ჯერ დაიცვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დროა ორი წონის ჩემპიონი გავხდე | მახაჩევი - თოფურიას ბრძოლა არ შედგება
დროა ორი წონის ჩემპიონი გავხდე | მახაჩევი - თოფურიას ბრძოლა არ შედგება