დევიდ ონამა
Aa
Aa

„ილია ჩემპიონი იყო და პირდაპირ სატიტულო ჩხუბი დაიმსახურა“ - დევიდ ონამა

UFC-ის ამერიკელმა მებრძოლმა, დევიდ ონამამ, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ გიგა ჭიკაძე დაამარცხა, ისლამ მახაჩევისა და ილია თოფურიას პოტენციურ ჩხუბზე ისაუბრა.

„მახაჩევისა და დელა მადალენას ჩხუბის ნახვას მახაჩევი-თოფურიას ჩხუბის ნახვა მირჩევნია. ილია უკვე იყო ჩემპიონი, ამიტომ მას პირდაპირ სატიტულო ჩხუბი უნდა მისცენ.

ქამარი რომ არ ჰქონოდა, მაშინ შეიძლებოდა მისი და ჩარლზ ოლივეირას ჩხუბის ორგანიზება, მაგრამ ილია ჩემპიონი იყო, უარი თქვა ქამარზე და მსუბუქ წონაში ავიდა, თავისი დივიზიონი მან ჩემპიონის სტატუსით დატოვა“.

როგორც ცნობილია, UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა დაადასტურა, რომ ილია თოფურიას მომდევნო მეტოქის ვინაობა ბელალ მუჰამედისა და ჯეკ დელა მადალენას ჩხუბის შედეგზეა დამოკიდებული.

თუ მუჰამედი ქამარს ვერ დაიცავს, ისლამ მახაჩევი ქვესაშუალო წონაში ავა, ილია კი ვაკანტური ქამრისთვის ჩარლზ ოლივეირასთან იჩხუბებს. მუჰამედის გამარჯვების შემთხვევაში მახაჩევი მსუბუქ წონაში დარჩება და სატიტულო ჩხუბს თოფურიას წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დენა უაითმაც დაადასტურა | ვინ იქნება ილია თოფურიას მეტოქე?
დენა უაითმაც დაადასტურა | ვინ იქნება ილია თოფურიას მეტოქე?