ილია თოფურია
Aa
Aa

ძველი მეტსახელი დაიბრუნა | თოფურიამ სავარაუდო მეტოქეები დაასახელა

UFC-ის ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია ესპანური სატელევიზიო გადაცემის, El Hormiguero-ს სტუმარია. თოფურიამ ოქტაგონზე დაბრუნების თარიღი და სავარაუდო მეტოქეები დაასახელა და განაცხადა, რომ ძველი მეტსახელი დაიბრუნა.

ილია ისევ „ელ მატადორი“ იქნება და „ლეგენდა“ წარსულს ჩაბარდა, რადგან როგორც თავად აღნიშნა, მისი ახალი მეტსახელი ხალხმა კარგად არ მიიღო. მეტოქეებს რაც შეეხებათ, თოფურია UFC 317-ზე, 28 ივნისს იჩხუბებს და ისლამ მახაჩევს ან ჩარლზ ოლივეირას დაუპირისპირდება.

„მახაჩევი ქვესაშუალო წონით დივიზიონში ასვლას ცდილობს, რადგან მსუბუქ წონაში პრობლემები აქვს. ახალ გამოწვევებს ეძებს, მაგრამ ქამრის შენარჩუნება სურს, რაც არასწორია. ისლამს ჩემთან ჩხუბი არ უნდა, რადგან იცის, რომ წააგებს. ოლივეირას ბევრი არჩევანი არ აქვს, რადგან 10-ჯერ დამარცხდა. მომდევნო მეტოქის ვინაობა ბელალ მუჰამედისა და ჯეკ დელა მადალენას ჩხუბზეა დამოკიდებული“.

როგორც მოგეხსენებათ, ილია მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის იასპარეზებს და დროებითი ტიტულისთვის არ იჩხუბებს. გამომდინარე აქედან, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორი ვარიანტი არსებობს: მოქმედი ჩემპიონი, ისლამ მახაჩევი ან ქვესაშუალო წონაში გადავა, რათა ბელალ მუჰამედისა და ჯეკ დელა მადალენას გამარჯვებულს ეჩხუბოს, რაც მსუბუქი წონითი დივიზიონის ქამარს ვაკანტურს გახდის, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, თოფურიასა და ჩარლზ ოლივეირას ჩხუბს ვიხილავთ. ან მახაჩევი დარჩება და „ელ მატადორს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მოთმინება უნდა გამოიჩინოს“ | ადრიანის რჩევა მამარდაშვილს
„მოთმინება უნდა გამოიჩინოს“ | ადრიანის რჩევა მამარდაშვილს