გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

„მოთმინება უნდა გამოიჩინოს“ | ადრიანის რჩევა მამარდაშვილს

„ლივერპულის“ ყოფილმა მეკარემ, ადრიანმა გიორგი მამარდაშვილზე ისაუბრა, რომელიც ზაფხულში მერსისაიდელებს შეუერთდება. ადრიანმა ინტერვიუ The Athletic-ს მისცა და „მამარდას“ ურჩია, მოთმინება გამოიჩინოს.

„როგორც ფეხბურთელი, კლუბში სათამაშო როლის შეცვლისთვის მზად უნდა იყო და ისწავლო, ადაპტაცია როგორ გაიარო. ყველაფერს ვაკეთებდი, რათა მზად ვყოფილიყავი, როდესაც მთავარ მწვრთნელს დავჭირდებოდი. გიორგი მამარდაშვილსაც იმავე რჩევას მივცემდი.

მამარდაშვილს უნდა ახსოვდეს, რომ ლივერპულის რიგებში ბრაზილიისა და ირლანდიის ნაკრებების ნომერ პირველი მეკარეები თამაშობენ. მისთვის რთული იქნება, ნომერ პირველი გოლკიპერი გახდეს, მაგრამ გიორგი ახალგაზრდაა და ბევრი რამის სწავლა შეუძლია.

არ ვიცით, მამარდაშვილი მომდევნო სეზონში, ლივერპულის შემადგენლობაში იქნება თუ იჯარის წესით, სხვა კლუბში გაუშვებენ. თუმცა, ფაქტია, რომ როდესაც ალისონთან ხარ, სწავლის შესანიშნავი შანსი გაქვს. ფეხბურთელები ეგოისტები ვართ და თამაში გვინდა, რაც ყოველთვის არ გამოდის. მამარდაშვილმა მოთმინება უნდა გამოიჩინოს და მისი დროის დადგომისთვის მოემზადოს“.

შეგახსენებთ, რომ „ლივერპულმა“ მამარდაშვილი ზაფხულში შეიძინა და იჯარის წესით, „ვალენსიაში“ დატოვა. ქართველ მეკარეს რამდენჯერმე უთქვამს, რომ „ენფილდზე“ სათადარიგოთა სკამზე დასაჯდომად არ მიდის და ნომერ პირველი მეკარის სტატუსი სურს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Goal-მა ოქროს ბურთის რეიტინგი განაახლა | ხვიჩა კვარაცხელია დაწინაურდა
Goal-მა ოქროს ბურთის რეიტინგი განაახლა | ხვიჩა კვარაცხელია დაწინაურდა