ბადმინტონის საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა - გამარჯვებულები 5 ასაკობრივ კატეგორიაში გამოვლინდნენ
Aa
Aa

ბადმინტონის საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა - გამარჯვებულები 5 ასაკობრივ კატეგორიაში გამოვლინდნენ

სპორტ-კომპლექს არენაზე ბადმინტონის საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა. გამარჯვებულები ხუთ ასაკობრივ კატეგორიაში გამოვლინდნენ - U11, U13, U15, U17 და უფროსები.

შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღო ქვეყნის ათმა სპორტულმა კლუბმა, ჯამში 150-მდე სპორტსმენმა, ეს კი საქართველოს ისტორიაში, ამ სახეობის რეკორდული მაჩვენებელია.

საპრიზო ადგილები გათამაშდა ხუთ დისციპლინაში. ბიჭები, გოგონები, ბიჭების წყვილები, გოგონების წყვილები და შერეული წყვილები.

დანიელ ვაგარშაკიანმა აბსოლუტური ჩემპიონობა იზეიმა, რადგანაც მოიგო როგორც ბიჭების ინდივიდუალური, ასევე ბიჭების წყვილები და შერეული წყვილები.

ტურნირი ბადმინტონის ფედერაციის, სპორტის ტურიზმის და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის და კერძო სექტორის ჩართულობით გაიმართა.

გამარჯვებულები საერთაშორისო ტურნირებში მიიღებენ მონაწილეობას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გუნდისთვის, მთავარი მამოძრავებელი ძალაა“ - ლიზარაზუ ხვიჩათი აღფრთოვანებულია
„გუნდისთვის, მთავარი მამოძრავებელი ძალაა“ - ლიზარაზუ ხვიჩათი აღფრთოვანებულია