ლუკა გაგნიძე (კრივი), რაჰიბა ისმაილოვა, გიორგი გუცაევი
Aa
Aa

3 მედალი განაღდებულია - ქართველი მოკრივეების წარმატება ევროპის ჩემპიონატზე (U22)

საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა მონტენეგროში მიმდინარე ევროპის 22-წლამდე ჩემპიონატზე უკვე სამი მედალი გაინაღდა. რაჰიბა ისმაილოვასა და ლაშა გაგნიძის შემდეგ მეოთხედფინალური შეხვედრა გიორგი გუცაევმაც მოიგო, რომელმაც პოლონელი მეტოქე იაკუბ შტრაჟევსკი დაამარცხა.

ნახევარფინალურ შეხვედრებს სამივე დღეს გამართავს და წარმატების შემთხვევაში ფინალში გავლენ. ისმაილოვას მეტოქე თურქი მოკრივე იქნება, გაგნიძე ფინალის საგზურისთვის ბელარუს სპორტსმენს შეხვდება, გუცაევი კი რინგზე მონტენეგროელ მოწინააღმდეგეს დაუპირისპირდება.

დღევანდელი საშეჯიბრო დღე თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

17:00 საათი, I სესია, A რინგი, 48 კგ. წონითი კატეგორია: რაჰიბა ისმაილოვა (საქართველო) - ნურსელენ იაგეტეკინი (თურქეთი)

20:30 საათი, II სესია, B რინგი, 63.5 კგ წონითი კატეგორია: ლაშა გაგნიძე (საქართველო) - ვაძიმ ვაუჩოკი (ბელარუსი)

86 კგ. წონითი კატეგორია, გიორგი გუცაევი (საქართველო) - პეტარ ლიჟეშევიჩი (მონტენეგრო)

საყურებელი ბმულები

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები