რომან დოლიძე, ენტონი ერნანდესი
Aa
Aa

საშუალო წონის მე-9 ნომერი | ვისთან იჩხუბებს დოლიძე

UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის მებრძოლმა, რომან დოლიძემ მომდევნო ბრძოლა შესაძლოა ენტონი ერნანდესთან გამართოს. 

არსებული ინფორმაციით, დოლიძისა და ერნანდესის 5-რაუნდიანი ბრძოლა შესაძლოა 9 აგვისტოს ჩაინიშნოს და ღონისძიების მთავარი მოვლენა იქნება. დიდი ალბათობით, ჩხუბს ნევადას შტატის ქალაქი ენთერპრაიზი უმასპინძლებს.

ცნობისთვის, დოლიძემ ორი მარცხის შემდეგ ზედიზედ სამი გამარჯვება იზეიმა (ენტონი სმიტი, კევინ ჰოლანდი, მარვინ ვეტორი) და ამჟამად საშუალო წონითი დივიზიონის რეიტინგში მე-8 პოზიციაზეა.

„კავკასიელმა“ ვეტორის დამარცხების შემდეგ განაცხადა, რომ მზადაა უკვე ივნისში იჩხუბოს, სასურველ მეტოქედ კი რეიტინგში მასზე მაღლა მყოფი ნებისმიერი მებრძოლი დაასახელა, გარდა შონ სტრიკლენდისა, რომელთანაც დოლიძე ერთ დარბაზში ვარჯიშობს.

რაც შეეხება ენტონი ერნანდესს, ის 31 წლისაა და UFC-ში 2019 წლიდან ჩხუბობს. ბოლოს ის 2020 წელს კევინ ჰოლანდთან დამარცხდა, მას შემდეგ კი ზედიზედ 7 ბრძოლა მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„2 პოტენციური თარიღი გვაქვს“ - დუ პლესიმ ჩიმაევთან ჩხუბზე ილაპარაკა
„2 პოტენციური თარიღი გვაქვს“ - დუ პლესიმ ჩიმაევთან ჩხუბზე ილაპარაკა