ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი, ბელალ მუჰამედი
Aa
Aa

„თოფურია ზედმეტად თავდაჯერებულია, ისლამი მას გადაუვლის“ - ბელალ მუჰამედი

UFC-ის ქვესაშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ბელალ მუჰამედმა ისლამ მახაჩევისა და ილია თოფურიას პოტენციურ ჩხუბზე ისაუბრა.

„თოფურიამ დივიზიონი შეიცვალა, მაგრამ ისლამს მასთან ჩხუბი არ სჭირდება - მახაჩევმა ქვემსუბუქი წონის ჩემპიონს უკვე ორჯერ მოუგო. ისლამმა ორჯერ დაამარცხა ვოლკანოვსკი, მაგრამ ამან არაფერი მოუტანა.

ახლა ილია ზედმეტად თავდაჯერებულია, იმიტომ რომ ჯერ ვოლკანოვსკი, შემდეგ კი ჰოლოუეი დაამარცხა. თოფურიას ჰგონია, რომ მსუბუქი წონის მებრძოლებს ასევე იოლად გათიშავს, მაგრამ ბოლოს, როდესაც მსუბუქ წონაში იჩხუბა, ნოკდაუნში აღმოჩნდა. გარდა ამისა, ქვემსუბუქ წონაში მასთან ბევრმა ჭიდაობაც შეძლო.

თუ თოფურია მახაჩევს შეხვდება, ისლამი უბრალოდ გადაუვლის. თუ ილია დაამტკიცებს, რომ ოლივეირას დონის მებრძოლების დამარცხება შეუძლია, მაშინ ის დაიმსახურებს სატიტულო ჩხუბს“.

ვინ იქნება მსუბუქ წონაში ილია თოფურიას პირველი მეტოქე, ჯერჯერობით უცნობია. „ლეგენდას“ ისლამ მახაჩევთან სატიტულო ბრძოლა სურს, დაღესტნელი მებრძოლი კი, როგორც ჩანს, ქვესაშუალო წონის სატიტულო ჩხუბს ელოდება და თუ ჯეკ დელა მადალენა ბელალ მუჰამედს დაამარცხებს, დიდი ალბათობით, დივიზიონს ისლამ მახაჩევიც შეიცვლის. მედიის ინფორმაციით, ასეთ შემთხვევაში თოფურიას მეტოქე ბრაზილიელი ჩარლზ ოლივეირა იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამისთვის ბევრი რამაა საჭირო“ | ვოლკანოვსკის ილიასთან რემატჩი უნდა
„ამისთვის ბევრი რამაა საჭირო“ | ვოლკანოვსკის ილიასთან რემატჩი უნდა