ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი, არმან ცარუკიანი
Aa
Aa

„ნებისმიერ მომენტში შეუძლია, მახაჩევი დაანოკაუტოს“ - ცარუკიანი ილიაზე

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგის პირველმა ნომერმა, არმან ცარუკიანმა ისლამ მახაჩევისა და ილია თოფურიას პოტენციურ ჩხუბზე ისაუბრა.

სომეხი მებრძოლის თქმით, თოფურია ქვემსუბუქი წონის ჩემპიონის რანგში იცვლის დივიზიონს და სამართლიანად ითხოვს სატიტულო ჩხუბს.

„ეს საინტერესო ჩხუბი იქნებოდა. თოფურიას შეუძლია, მახაჩევს პრობლემები შეუქმნას. ამ წონაში ისლამისთვის წინააღმდეგობის გაწევა მხოლოდ მე და თოფურიას შეგვიძლია. გეიჯი მახაჩევისთვის „მარტივი ფულია“, ოლივეირა კი უკვე ნაცემი ჰყავს.

რის ხარჯზე შეუძლია ილიას ისლამისთვის პრობლემების შექმნა? ის უფრო დაბალია, ამიტომ ფეხში შესვლა ისლამისთვის უფრო რთული იქნება. თოფურია კარგად დგას ფეხზე და ძლიერი დარტყმა აქვს. ნებისმიერ მომენტში შეუძლია, ისლამი დაანოკაუტოს. ვფიქრობ, თუ კარგი დარტყმა გამოუვა, ილიას ისლამის დაგდებაც შეუძლია, თუმცა ისლამი შეეცდება, მასთან დისტანცია შეინარჩუნოს და შორიდან „იმუშაოს“.

ვინ იქნება მსუბუქ წონაში ილია თოფურიას პირველი მეტოქე, ჯერჯერობით უცნობია. „ლეგენდას“ ისლამ მახაჩევთან სატიტულო ბრძოლა სურს, დაღესტნელი მებრძოლი კი, როგორც ჩანს, ქვესაშუალო წონის სატიტულო ჩხუბს ელოდება და თუ ჯეკ დელა მადალენა ბელალ მუჰამედს დაამარცხებს, დიდი ალბათობით, დივიზიონს ისლამ მახაჩევიც შეიცვლის. მედიის ინფორმაციით, ასეთ შემთხვევაში თოფურიას მეტოქე ბრაზილიელი ჩარლზ ოლივეირა იქნება.

რაც შეეხება ცარუკიანს, მას მიმდინარე წლის იანვარში მახაჩევთან საჩემპიონო ბრძოლა ჰქონდა ჩანიშნული, თუმცა სომეხი მებრძოლი ჩხუბს ზურგის ტრავმის გამო ჩაეხსნა, ისლამმა კი რენატო მოიკანო პირველივე რაუნდში დააფინიშა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ეს მხოლოდ მე და ილიას შეგვიძლია“ - ცარუკიანმა მახაჩევზე ისაუბრა
„ეს მხოლოდ მე და ილიას შეგვიძლია“ - ცარუკიანმა მახაჩევზე ისაუბრა