ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

„რა მოხდება, თუ იმას ვერ აჩვენებს, რასაც მისგან ელიან“ - რუსი პრომოუტერი თოფურიას შესახებ

ცნობილმა რუსმა პრომოუტერმა და საბრძოლო ორგანიცაძია Eagle Fight Club-ის პრეზიდენტმა, შამილ ზავუროვმა, ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევის შესაძლო ჩხუბზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველი მებრძოლი ისლამთან ჩხუბს ჯერჯერობით, არ იმსახურებს.

ცნობისთვის, ზამუროვი მახაჩევის ახლო მეგობარიცაა და ყოველთვის გამოირჩევა რუსის მიმართ მხარდამჭერი განცხადებებით, გამონაკლისი კი არ თოფურიას შესახებ საუბრისას დაუშვა.

რას ამბობს ზამუროვი:

„მახაჩევი ამ ბრძოლით რომ დაინტერესებული ყოფილიყო, ის უკვე ჩანიშნავდა თოფურიასთან ჩხუბს. ილია შანსს ჯერ არ იმსახურებს, რადგან ამ წონაში ჩხუბი არ ჰქონია. ჩემპიონები კი ყოველთვის ერთ რამეს ითხოვენ - „ჯერ იბრძოლე და დაამტკიცე, რომ ამისთვის მზად ხარ“. რა მოხდება, თუ თოფურია პირველ ჩხუბში ვერ გაიმარჯვებს? შესაძლოა, მან რადიკალურად განსხვავებული რამ აჩვენოს, რასაც მისგან მოელიან. ვფიქრობ, UFC-ის მენეჯმენტიც ამ პოზიციას ინარჩუნებს. როდესაც ილია სატიტულო ბრძოლის შანსს დაიმსახურებს, მაშინ შევძლებთ ისლამთან ბრძოლაზე ვისაუბროთ, ის არსად მიდის, თოფურიამ კი ამ წონაში ერთი ბრძოლა მაინც უნდა მოიგოს“.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, UFC-ის ვიცე-პრეზიდენტი და მთავარი მატჩმეიკერი, ჰანტერ კემპბელი დუბაიში იმყოფება. უცხოური გამოცემების მიხედვით, კემპბელი ისლამ მახაჩევსა და მის წარმომადგენლებს შეხვდა და მასთან ოქტაგონზე დაბრუნების თაობაზე, მოლაპარაკება გამართა. 

გავრცელებული ინფორმაცია მალევე დადასტურდა. რამდენიმე წუთის წინ, მახაჩევის ლეგენდარულმა მწვრთნელმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა სოციალურ ქსელში კემპბელთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. MMA-ის ქომაგთა ნაწილის აზრით, მოლაპარაკებები ილია თოფურიასთან შესაძლო ჩხუბზე მიმდინარეობს. 

განცხადება „ლეგენდამაც“ გააკეთა და აღნიშნა, რომ ოქტაგონზე 28 ივნისს გავა. დიდი ხნის განმავლობაში, იწერებოდა, რომ თოფურია ამ დღეს მახაჩევს დაუპირისპირდებოდა, მაგრამ სხვა ვარიანტიც განიხილება. ერთ-ერთი ჩარლზ ოლივეირასთან ჩხუბია. 

ასევე, ცნობილი ჟურნალისტის, ალვარო კოლმენეროს ინფორმაციით, როგორც ილიამ, ისე ისლამმა მოსამზადებელი კემპი დაიწყეს. მოსალოდნელია, რომ მათი ორთაბრძოლა UFC 317-ის მთავარი მოვლენა იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს მხოლოდ მე და ილიას შეგვიძლია“ - ცარუკიანმა მახაჩევზე ისაუბრა
„ეს მხოლოდ მე და ილიას შეგვიძლია“ - ცარუკიანმა მახაჩევზე ისაუბრა