იური ტაბატაძე, დავით სხირტლაძე
Aa
Aa

იბერიას მორიგი გამარჯვება - სხირტლაძის სადებიუტო გოლი

Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის XIV ტური „მიხეილ მესხის“ სტადიონზე გამართული მატჩით დაიწყო, სადაც „იბერიამ“ „სამგურალი“ დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა, ჩემპიონატში წაუგებელი სერია 26 მატჩამდე გაზარდა და წყალტუბოელების ბრაზილიელ ახალ მთავარ მწვრთნელს ტიაგო გომესს დებიუტი გაუუფერულა.

ანგარიში 54-ე წუთზე გაიხსნა, როდესაც ნიკა ხორხელის კარგი სოლორეიდის შემდეგ საჯარიმოში მათე აბულაძეს ბურთი ხელზე მოხვდა და დანიშნული 11-მეტრიანი გოლად იური ტაბატაძემ აქცია. გატანილი ბურთის აღნიშვნამ კი, წყალტუბოელების მეკარე ნოდარ ყალიჩავა გააღიზიანა, რამაც მისი და ტაბატაძის სიტყვიერი დაპირისპირება გამოიწვია. სტუმრებმა მასპინძლებს მალევე უპასუხეს და ლაშა შერგელაშვილის უძლიერესი დარტყმით წონასწორობა აღადგინეს. ამ გოლიდან ოთხ წუთში კი, ისევ ნიკა ხორხელის აქტიურობის წყალობით, „სამგურალის“ კარში ამჯერად უკვე VAR-ზე გადამოწმების შემდეგ, კიდევ ერთი პენალტი დაინიშნა და ტაბატაძე-ყალიჩავას დუეტი ამჯერად უკვე ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, „იბერიამ“ მაინც მოიგო და ეს ცვლილებაზე შესული დავით სხირტლაძის დამსახურებაა, რომელმაც თავური დარტყმით თბილისის გუნდის რიგებში თავისი პირველი ბურთი გაიტანა.

მომდევნო ტურში ლევან კორღალიძის მიერ მომზადებული მოქმედი ჩემპიონები სტუმრად „კოლხეთს“ შეხვდებიან, ხოლო „სამგურალი“ წყალტუბოში ქუთაისის „ტორპედოსთან“ იმერეთის დერბის გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბევრი მსურველი ეყოლება“ | ESPN-ი ჩელსის ხარებაშვილის შეძენას ურჩევს
„ბევრი მსურველი ეყოლება“ | ESPN-ი ჩელსის ხარებაშვილის შეძენას ურჩევს