დინამო თბილისის გამარჯვება | ბედოშვილისა და აბუაშვილის ლამაზი გოლები
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-13 ტურის დარჩენილი ორი შეხვედრა დღეს გაიმართა და მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა. „დინამო თბილისმა“ „თელავს“ 2:1 მოუგო, „გარეჯმა“ კი „კოლხეთი 1913“ 4:1 დაამარცხა.
„დინამო თბილისის“ რიგებში თავი ვალერიან გვილიამ გამოიჩინა, რომელმაც ვახტანგ სალიას გადაცემით ისარგებლა და ახალ კლუბში სადებიუტო გოლი გაიტანა. 41-ე წუთზე, ცოტნე ბერელიძეს ჯერი დადგა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებზე კი საბა ხვადაგიანმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.
„გარეჯისა“ და „კოლხეთი 1913“-ის უხვგოლიანი გამოდგა. მე-18 წუთზე, კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა ვახო ბედოშვილმა და „გარეჯი“ დააწინაურა. 38-ე წუთზე, ლევან პაპავამ პენალტი გამოიყენა - 2:0. 59-ე წუთზე, ბედოშვილმა ფოთელთა კარი კიდევ ერთხელ აიღო და ულამაზესი ბურთი შეაგდო. 73-ე წუთზე, გიორგი აბუაშვილმა მას ლამაზი გოლით უპასუხა 89-ე წუთზე კი, მათე ქომეთიანმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ამრიგად, 13 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილს „იბერია 1999“ ლიდერობს, რომელსაც 33 ქულა აქვს და დაუმარცხებელია. „დინამო ბათუმი“ 24 ქულით მეორეა, „დილას“ კი 23 ქულა აქვს და მესამე პოზიციაზეა.