ვინისიუს ჟუნიორი, მადრიდის რეალი
Aa
Aa

გამოსასყიდი 1 მილიარდი ევროა - ვინისიუსი კონტრაქტს ახანგრძლივებს

ესპანური AS-ის ინფორმაციით, ვინისიუსი მადრიდის რეალთან ახალ კონტრაქტს დათანხმდა. ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი სამეფო კლუბში 2030 წლამდე დარჩება და მისი გამოსასყიდი თანხა 1 მილიარდი ევრო იქნება.

მიმდინარე წელს, ვინისიუსმა საუდის არაბეთიდან ზღაპრული შეთავაზება მიიღო, თუმცა უარი განაცხადა.

მეტიც, AS-ის ინფორმაციით, ბრაზილიელ შემტევს მადრიდული გრანდის დატოვებაზე არასდროს უფიქრია და სამეფო კლუბში მთელი კარიერის გატარება სურს.

წყაროს ცნობით, ვინის ანაზღაურება გაიზრდება, თუმცა კონკრეტული თანხა არ დასახელებულა.

ვინისიუსი 2030 წლის ჩათვლით, დაახლოებით 100 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, რაც ზუსტად იმდენია, რამდენიც მბაპეს აქვს. ამ კუთხით, ბრაზილიელი ტალანტი უკმაყოფილო არ იქნება.

შეგახსენებთ, რომ ვინისიუსი რეალს 2018 წელს შეუერთდა. 2018 წლიდან დღემდე, ყველა ტურნირზე ერთად 314 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 105 გოლი გაიტანა და 79 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ფეხბურთელებს საკმარისი ენერგია აქვთ“ - ფლიკი ელ კლასიკოს წინ
“ფეხბურთელებს საკმარისი ენერგია აქვთ“ - ფლიკი ელ კლასიკოს წინ