ოვაციები და ცრემლები - მიულერმა ალიანს არენაზე ბოლოჯერ ითამაშა
მიუნხენის ბაიერნში დიდი ეპოქა დასრულდა. ტომას მიულერმა ალიანს არენაზე უკანასკნელად ითამაშა. გერმანელი ფეხბურთელი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, რეკორდმაისტერს დატოვებს.
ბუნდესლიგაში მხოლოდ 1 ტური დარჩა ჩასატარებელი და ბაიერნი 17 მაისს ჰოფენჰაიმს ესტუმრება. დღეს კი გლადბახს უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.
ტომას მიულერი ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა. ვენსან კომპანიმ ის 84-ე წუთზე შეცვალა და კუთვნილი აპლოდისმენტებიც მიიღო.
Thomas Muller Last Dance #FCBayern #Bayern #Monachium #Munchen #Bundesliga #MiaSanMeister #FCBBMG #DankeThomas #Germany pic.twitter.com/vGJcpHLNrP
— Marcin_Loboz (@Marcin_Lob) May 10, 2025
შეგახსენებთ, რომ მიულერი ბაიერნის აღზრდილი გახლავთ, პირველ გუნდში კი 2008 წლიდან თამაშობს.
35 წლის გერმანელმა, დღემდე ყველა ტურნირზე ერთად, რეკორდმაისტერის შემადგენლობაში 750 მატჩი ჩაატარა, 248 გოლი გაიტანა და 274 საგოლე გადაცემა შეასრულა.