ლიონელ მესი
Aa
Aa

მესის 860-ე გოლი კარიერაში - ინტერ მაიამი მინესოტასთან დამარცხდა

MLS-ის მორიგ ტურში ინტერ მაიამი მინესოტას ესტუმრა და უშანსოდ 1:4 დამარცხდა. დევიდ ბექჰემის გუნდის მხრიდან ერთადერთი გოლი ლიონელ მესიმ გაიტანა.

მინესოტამ პირველი ტაიმი ჰლონგვანის და მარკინიჩის გოლებით მოიგო. არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა 1 ბურთი მეორე ტაიმში, 48-ე წუთზე გაქვითა.

ინტერ მაიამის მატჩის გადასარჩენად ბევრი დრო ჰქონდა, მაგრამ 68-ე წუთზე უიგანდტმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, რასაც ზუსტად 2 წუთში ლოდმა უპასუხა და შეხვედრის საბოლოო შედეგი 4:1 დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ 8 ოქროს ბურთის მფლობელმა მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე ერთად მე-15 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 10 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. ასევე გეტყვით, რომ ლიონელს კარიერაში 860 ოფიციალური გოლი დაუგროვდა.

რაც შეეხება ინტერ მაიამის, 11 ტურის შემდეგ, 21 ქულით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილს იკავებს, თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ყველა სხვა გუნდს 12 მატჩი აქვს ჩატარებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ფეხბურთელებს საკმარისი ენერგია აქვთ“ - ფლიკი ელ კლასიკოს წინ
“ფეხბურთელებს საკმარისი ენერგია აქვთ“ - ფლიკი ელ კლასიკოს წინ