ესპანური კლუბის რადარებზეა | გიორგი გაგუას მალაგა აკვირდება
ხორვატიის უმაღლეს დივიზიონში მოასპარეზე „ისტრას“ ქართველი ფორვარდით, გიორგი გაგუათი ესპანური „მალაგაა“ დაინტერესებული. ამის შესახებ ესპანელი ჟურნალისტი ანხელ გარსია იტყობინება.
მისი ინფორმაციით, ანდალუსიელებს მოკრძალებული სატრანსფერო ბიუჯეტი აქვთ, ამიტომ ისინი გუნდის გაძლიერებას ახალგაზრდა ფეხბურთელებით გეგმავენ და ერთ-ერთი ასეთი კანდიდატურა გიორგი გაგუას სახით შეარჩიეს.
გაგუა 23 წლისაა და მას ესპანეთში უკვე უთამაშია - 2019-2022 წლებში ის ჯერ „ალავესის“ 19-წლამდელებში, შემდეგ კი მეორე გუნდში თამაშობდა, 2022-2023 წლების სეზონი კი იჯარით „რეალ უნიონში“ გაატარა. 2024 წლის ზაფხულში ქართველი ფორვარდი „ისტრაში“ გადავიდა, სადაც 30 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 3 ასისტი მიითვალა.
რაც შეეხება „მალაგას“, ანდალუსიელებმა განვლილი სეზონი ლა ლიგა 2-ის მე-16 ადგილზე დაასრულეს და ახალ სეზონშიც ისევ ესპანეთის რანგით მეორე ლიგაში იასპარეზებენ.